Saturday, December 25, 2010

ნწნწ...

ტიპმა გადაწყვიტა სახლში შპალერის გაკვრა. ამ დროს გაახსენდა რომ მისმა ძმაკაცმა(რომელიც ზუსტად ისეთივე პროექტის სახლში ცხოვრობდა) სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა რემონტი და ჰკითხა: კონკრეტული ოთახისთვის რამდენი ცალი შპალერი ეყიდა.
პასუხი იყო: ”16 ცალი”.
იყიდა 16 რულონი შპალერი. გააკრა და 5 ცალი დარჩა. დაურეკა ისევ იმ ტიპს და უსაყვედურა: ”16 ცალი ვიყიდე და 5 ცალი დამრჩა.” პასუხად კი მიიღო: ”ხო, 5 უნდა დაგრჩენოდა, მეც 5 დამრჩა.”

ერთმა დედამ ასეთი რამ მომიყვა თავის შვილზე.
ერთხელ ღამით თავისი 9 წლის ბიჭი აღვიძებს და ნახევრად მძინარე ხმით ეუბნება:
- დე, წყალი მომიტანე რა.
- ადექი და დალიე!
- მიდი რა დე, მომიტანე რა.
- ახლა თუ არ გაჩერდები ავდგები და ჯოხს მოვიტან და გცემ!
- ჯოხის მოსატანად რომ წახვალ წყალი გამოაყოლე რა…

ამონარიდები ავანდმყოფების ისტორიიდან
"მიმღებ განყოფილებაში შემოსვლის მომენტში ავადმყოფს გული გაუჩერდა და მან თავი უკეთ იგრძნო".

"ავადმყოფს აწუხებს ტკივილები მკერდის არეში, როცა ის წევს მარცხენა გვერდზე ერთ წელიწადზე მეტხანს".
"მეორე დღეს მუხლი კარგად გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა".
"ცხელების არავითარი ნიშანი ავადმყოფს არ ეტყობა. მიუხედავად ამისა, მისი ქმარი ამტკიცებს, რომ წინა ღამეს ის საწოლში არაჩვეულებრივად მხურვალე იყო".
"ქალბატონი ღრმა დეპრესიაშია და განუწყვეტლივ ტირის. ამასთან ერთად, ეტყობა, მას რაღაც აწუხებს".
"ავადმყოფი 69 წლის, მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა კარგ მდგომარეობაშია, გონებასაღია, მაგრამ დაბნეული".
"ავადმყოფმა პათანატომიურ გაკვეთაზე სასტიკი უარი განაცხადა".
"შეხსენების მიუხედავად, პაციენტმა საკუთარი განავალი სხვა კლინიკაში დატოვა".
"ავადმყოფის ანამნეზი არავითარი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. აღინიშნება მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში წონის 20 კილოგრამით მომატების ფაქტი".
"პაციენტი ყინულზე წაბორძიკდა, ფეხი აუცურდა და, სავარაუდოდ, შუა დეკემბერში ფეხები სხვადასხვა მხარეს გაეჩაჩხა".
"ავადმყოფი კლინიკიდან გაეწერა გაუმჯობესებული მდგომარეობით, თუ არ ჩავთვლით იმ ტკივილებს, რომელთაც შემოსვლისას უჩიოდა".
"დიაგნოზი: "მიაჭყლიტა ტრაქტორმა". მორალი: "ხელს ნუ ახლებ ტექნიკას და ის არ გიმტყუნებს". რეზიუმე: "თუ არ იცი, რა უნდა გააკეთო - წაიკითხე ინსტრუქცია".
"პაციენტს ფსიქიკური დაავადებები არ აღენიშნება. უბრალოდ, სულელია".
"ავადმყოფი უგონო მდგომარეობიდან გამოდის... ახლა ინტელექტს დედის გინებით ამჟღავნებს".
"დაარღვია რა დაწესებული რეჟიმი, ავადმყოფმა ორგანიზმში შეიყვანა გოჭი ტყემლით".
"გარდა ვენების გაგანიერებისა, სხვა ვენერული დაავადებები არ აღენიშნება".
"ავადმყოფი უნდა მომზადდეს თავის ამპუტაციისთვის".
"პაციენტს აღენიშნება ბარძაყის თიაქარი, ასევე - ცოლი და ორი ქალიშვილი".
"ორი წლის წინ ექიმებმა ავადმყოფ ბ.-ს აღმოუჩინეს ნერვული სისტემა".
დახასიათებიდან: "სტუდენტი გ. აქტიურად მონაწილეობდა 7 დაორსულებაში და 2 აბორტში".

No comments: