Saturday, December 25, 2010

....

არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:


2010 წელს "google”-ს საძიებო სისტემას სიტყვაზე "2012″ ალერგია დაემართება და "search” ველზე მუწუკები გამოაყრის;
ამავე წელს არქეოლოგები აღმოაჩენენ თიხის ფირფიტას, სადაც ეწერება, რომ მაიას ტომის ქურუმები ხშირად რომელიღაც ბალახის ფხვნილის საშუალებით "ბოლდებოდნენ” და რაღაცეებს მაიმუნობდნენ ხოლმე;
2011 წელს ბოლოსდაბოლოს გამოჩნდება ნიბირუ…მსოფლიო კინოეკრანებზე;
ამავე წელს, "2012″-ზე შექმნილი პროდუქტებით, ვისაც არ დაეზარება ყველა ფულს იშოვნის;
2012 წლის 20 დეკემბერს რონალდ ემერიხი მოხვეტავს თავის მილიარდებს და ოჯახთან ერთად მთვარეზე გაიხიზნება;
2012 წლის 21 დეკემბერს… იქნება ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე 2012 წლის განმავლობაში;
2012 წლის 21 დეკემბერსვე საქართველოში ზარზეიმით აღინიშნება "მიხეილობის” ახლადდაწესებული დღესასწაული;
2012 წლის 22 დეკემბერს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რონალდ ემერიხს ისე დაცინებს, რომ ამ უკანასკნელს უკან დასაბრუნებელი პირი აღარ ექნება;
2013 წლის 5 იანვარს…”
გუშინ, ნაპირზე გამოსვლის ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო მცდელობის შემდეგ, რუში გმირულად ჩაიხრჩო ჭიანჭველა. "კი, ავხტი და დავხტი, მაგრამ ღორთან რა მიმიყვანდა? სამწუხაროდ, ვეღარც ვუჯაგრე და ვეღარც ვუჯიგრე” – განაცხადა აქვითინებულმა რწყილმა და ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა.
პერმანენტული აქციები იმართება ნიფნიფის, ნუფნუფისა და ნაფნაფის სახლებთან. ადგილობრივები გოჭებს გადახვეწას ეხვეწებიან. ფილტვებგაუბედურებული, მაგრამ ბედნიერი მგელი მოვლენათა განვითარებას კმაყოფილი სახით ტყიდან აკვირდება და გოჭებს თავშესაფრად საკუთარ კუჭს სთავაზობს.
მრავალთაგან ერთ-ერთი ქართველი ამბიციურის განცხადებით, ის თანამედროვეობის გალაკტიონია. ამის დასადასტურებლად მას თავისი ლექსი "მერ” მოაქვს…
"მერ…”

შენ "სკაიპობდი” იმ ღამეს, მერი
მერი, იმ ღამეს "სანეტმა” ჭედა
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი
მერე ინტერნეტს აგინე დედა.

აფეთქებული და მოცახცახე
კლავიატურას თითებს აჭერდი
და ამ სმაილის მწუხარე სახე
გევედრებოდა: "გეყო, გაჩერდი”

No comments: