Thursday, December 23, 2010

სასაცილო

გელას ბანკიდან სესხის გამოტანა უნდა და კრედიტოფიცერი არ აძლევს ფულს.
გელა ეუბნება – იცით მე ვინ ვარ? მე მთელი მსოფლიო მიცნობსო.
ბანკის თანამშრომელი ირონიულად გაიცინებს : – რომელი მთელი მსოფლიო? დამთავრებულია, კრედიტს ვერ მიიღებ ! ! !
გელამ, წამოდი და განახებ ვინები მიცნობენო.
აეროპორტში თვითმფრინავს ითხოვებს
წაიყვანს აშშ-ში, თეთრ სახლში შეიყვანს და ოვალური კაბინეტის კარებს წიხლით შეანგრევს…
-ობამა შე შავტრაკა რავა ხარ?
-ვაა გელას გაუმარჯოს! როგორ გიკითხო შენები ხო არიან კარგად??
- აჰა ეხლა რაღას იტყვიო? – ეუბნება გელა კრედიტოფიცერს…
მერე წაიყვანს კუბაზე და კასტროსთან ერთად სიგარას მოაწევინებს.
იტოგში მოატარებს მსოფლიოს და გააგიჟებს ბანკის თანამშრომელს, ეს ვინააო !
ბოლოს რომში ჩავლენ და გელა ეუბნება: გინდა რომის პაპის გვერდზე დავდგე და ხელი გადავხვიოო?
მიდიო – ეტყვის კრედიტოფიცერი…
წმ პეტრეს მოედანზე ხალხი შეიკრიბება, რომის პაპს ელოდებიან, როდის გადმოიხედავს ფანჯრიდან
და გამოვლენ გელა და პაპი ხელიხელგადახვეულები.
კრედიტოფიცერს გული წაუვა.
ჩამოვა გელა და გონზე მოიყვანს. შეეკითხება, რა დაგემართაო?
რა და 2 კაცი ლაპარაკობდა და რო ვუსმენდი გავითიშეო – უთხრა კრედიტოფიცერმა. გელა დაინტერესდება : და რას ამბობდნენო?
რას და:
ეს გელა არააო? – კი გელააო მარა გვერდზე რო უდგას ის ვინღააო?




No comments: