Saturday, December 25, 2010

კარგი განწყობისთვის

წაიკითხეთ ბოლომდე და თუ მოგეწონათ დამიწერეთ კომენტარები თუ არა ნუ შეწუხდებით :)


სვანი მიდის მაღაზიაში და ეუბნება მოღუნული იარაღი გააქვთ? – გამყიდველი:რად გინდა – მოსახვევში კაცი უნდა მოვკლა.

ერთი ნაცნობი მეორეს თავისთან სტუმრად ეპატიჟება:
– ზარი არ მუშაობს და როგორც კი მოხვალთ, ფეხით დააბრახუნეთ.
– ფეხით რატომ?
– აბა, ხელცარიელები ხომ არ მოხვალთ?!


სვანი, მეგრელი და კახელი მიდიან მატარებლით და თან მიაქვთ საჭმელები, კახელმა გზაში შეჭამა რაც ჰქონდა და კიდევ მოშივდა, არ იცოდა რა ექნა და კარტის თამაში შესთავაზა მეგრელს და სვანს, ისინიც დაეთახმნენ, მაგრამ კარტი რომ არ გვაქვსო? კახელმა საჭმლებით თამაში შესთავაზა, დაეთახმნენ მეგრელი და სვანი დაიწყეს თამაში. მეგრელი შემწვარ ქათამს ჩამოვიდა, სვანი შემწვარ გოჭის ბარკალს, კახელმა ახედ დახედა და უთხრა ვერ ვჭრი მივიღე

სვანი თევზაობს,დაიჭერს თევზს,გადაზომავს მტკაველით და თუ მტკაველაზე დიდი გამოდგა აგდებს მდინარეში.კახელი ეკითხება
_რასაი შვები,ჯო?
_რა ვქნა.მტკაველაზე დიდი ტაფა არა მაქვს! _ პასუხობს სვანი


სვანი შევიდა მაღაზიაში და კითხულობს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — პასუხობს გამყიდველი.
სვანი წავა სხვანაირად ჩაიცვავს, შევა მაღაზიაში და ისევ იკითხავს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — კვლავ პასუხობს გამყიდველი.
ასე გაგრძელდა რამოდენიმეჯერ.
ბოლოს სვანმა დაკარგა მოთმინება და გამყიდველს ჰკითხა.
— როგორ იგებ, რომ სვანი ვარ?!
— როგორ და ეგ გარმონი კი არა რადიატორია.


რა გვარი ხარ?
_ და-და-დარახველიძე.
_ ბლუ ხარ?
_ არა, მამაჩემი იყო ბლუ და დაბადების მოწმობა ვინც შეავსო ის კიდე დებილი.


გასვენებაა. მიცვალებული ჩაასვენეს კატაფალკში და პროცესია დაიძრა. ამ დროს 6 ან 7 წლის ბავშვი დაედევნა კატაფალკს:
_ მამა, მამა, ნუ დამტოვებ, მე შენთან მინდა, თან წამიყვანე.
გამვლელებს გული მოუკვდებათ ამ სურთის შემყურე.
ამ დროს კატაფალკი ჩერდება გადმოდის მძღოლი და ბავშვს ეჩხუბება:
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, თან ნუ დამდევ, წადი ახლავე სახლში და ჩემს დაბრუნებამდე გაკვეთილები ისწავლე! იცოდე შეგამოწმებ!


გურულმა ტყუპები დაინახა და მშობელს გაკვირვებული ეკითხება:
— აგია იგი თუ იგია აგი?


სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
— რა გაცინებს?
— ის ორი მე მაცილებდა!


ორი ლოთი საუბრობს:
— გაიგე, ლოთობა თურმე ორჯერ ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
— ეგ, როგორ?
— როგორ და ახლა ხომ ხარ 30-ს?
— კი ვარ.
— ხოდა, რომ არ გელოთავა 60-ს იქნებოდი.


სვანი მოკვდება. დასაფლავების დღეს კლდიდან გადაუვარდებათ და კლდის ქიმზე ჩამოეკიდება. ვერ ამოათრევენ და დაანებებენ თავს. კლდის ქვემოთ მონადირე ნადირობს. დაინახავს რომ კლდეზე რაღაც კიდია, ესვრის თოფს და ჩამოაგდებს. მივა ნახავს რა მოვკალიო და მკვდარი სვანი შერჩება ხელში. რაღა ვქნა ალპინისტი შემომაკვდაო - იფიქრებს და მდინარეში გადააგდებს. გამოივლის ბრაკონიერი, ჩააგდებს მდინარეში დინამიტს და ამოაგდებს სვანს. რაღა მეშველება მყვინთავი შემომაკვდაო - იფიქრებს, წაიღებს და ღამე გზაზე დააგდებს. გამოივლის მანქანა და ზედ თავზე გადაუვლის. გადმოვა მძღოლი ვნახოო, რას გადავუარეო და ნახავს, კაცი გდია. წაიღებს და თავის ზვინში დამალავს. დილით მივა ზვინის პატრონი, შეუყრის ფიწალს და რომ გამოიღებს, ნახავს, რომ ზედ კაცია წამოკიდებული. იფიქრებს რა მეშველება თივაში ვიღაცას ჩასძინებია და შემომაკვდაო. გავა ტრასაზე, გააჩერებს მანქანას და წაიყვანს საავადმყოფოში. გაუკეტებენ ოპერაციას. გამოდის ქირურგი საოპერაციოდან და ამბობს:

-10 წუთი რომ დაგეგვიანა, ვეღარ გადარჩებოდა!


მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
— მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— ყურადღებით მისმინე. მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— კარგი მაშინ ასე ვქნათ, მე შენ თუ მოგცემ ერთ კნუტს, მერე კიდე ორ კნუტს და კიდე სამ კნუტს. სულ რამდენი კნუტი გეყოლება?
მოსწავლე:
— ექვსი.
მასწავლებელი:
— როგორც იქნა, ესე იგი რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელმა უკვე დაკარგა მოთმინება:
— რატომ შვიდი ბაჭია?
მოსწავლე:
— იმიტომ, რომ ერთი ბაჭია უკვე მყავს


ზოოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს:
— დავითაშვილი, დამისახელე 2 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი და... მეტი არ ვიცი.
— ნემსაძე, დამისახელე 3 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი, ვეფხვი და... მეტი არ ვიცი.
— ჯონჯოლია, დამისახელე 5 მტაცებელი ცხოველი.
— 3 ლომი და 2 ვეფხვი, პატივცემულო.


მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი.

_ არ შემჭამო, რა, გეხვეწები. _ სთხოვა გოგონამ.

_ არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს?





სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი...

სვანი უყვირის.

_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ ფეხი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ აბა, რა მოიტეხე?

_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!



ხელზე ოპერაციის მერე პაციენტი ეკითხება ექიმს:
— ექიმო, ოპერაციის შემდეგ შევძლებ როიალზე დაკვრას?
— კი, შეძლებ.
— საოცარია, — ჩაილაპარაკა პაციენტმა — მანამდე რომ ვერ ვუკრავდი.



გურული შვილი მიდის სახლში გვიან ღამით და ხვდება გურული მამა კარებში
და ეკიტხება:_ სად იყავიო?
გურული შვილი: სა ვიყავიო?
გურული მამა : ხოდა სად იყავიო?
გურული შვილი : ხოდა სად ვიყავიო?
გაბრაზებული გურული მამა : სადდდდდ იყავიოოოოოო?
უკვე გაბრაზებული გურული შვილი : სადდდ ვიყავიოოოო?
გურული მამა : ხო ხო სად იყავიო
გურული შვილი: იქინეო !
დაწყნარებული გურული მამა : ხოდა ეგრე გეთქვაო



გზაზე მომავალ ჯიპს ძველი ჰონდა შეეჯახება.
ჯიპიდან 4 მუტრუკი გამოვა, ჰონდას მძღოლი გადმოათრიეს
და ცემა დაუწყეს. ურტყამენ გამეტებით
ის კი ყოველ დარტყმაზე მხოლოდ ამის თქმას ახერხებს
– ჰო... ჰო...ჰო...
ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო:
– ჰონდას საჭე მარჯვენა მხარეს აქვსო



ექიმთან:

- აი, ხომ ხედავ, რომ გეუბნებოდი ერთი სიგარეტის მეტი არ მოსწიო ჭამის შემდეგთქო. დამიჯერე და კიდეც მოკეთებულხარ, ჩასუნსულებულხარ, ჩაჟინჟღილებულხარ…

- დღეში თორმეტჯერ მიწევს ჭამა და მოვკეთდებოდი აბა რა…



ოსი თოკზე ფეხით კიდია.
შეეკითხებიან:
- რას აკეთებო?
- თავს ვიხრჩობ?
- ეგრე ვის გაუგია თავის ჩამოხრჩობა? თოკში თავი უნდა გაყო, ფეხი კი არა.
- ეგრე სული მეხუთება შენი ჭირიმე.


ერთხელ ზაფხულში, ჭიჭიკია ისე დათვრა, ციცინათელებს დასდევდა… სიგარეტზე მომიკიდეთო…

სვანი ორმოებს თხრის რიგზე, უკან მეორე მისდევს და მიწას ისევ ორმოში ყრის, გამვლელი დაინახავს პირველი შეეცოდება და ეტყვის:
-კაცო რო დამდგარხარ და თხრი უკან არ უნდა გაიხედო? უკან მეორე მოგდევს და ორმოებს ავსებსო, სვანმა უპასუხა:
-ჰეე,ეგ მეორე კი არა მესამეა, მეორე ვერ წამოვიდა, იმას ორმოებში ნერგები უნდა ჩაელაგებინაო


ბიჭი ეუბნება გოგოს:

— ძუძუებით მამას გევხარ.

— მამაჩემს არა აქვს ძუძუები.

— ხო, მეც მაგის თქმა მინდოდა.



სვანი სოფელის ცენტრში გამოვარდება და ხანჯალს იქნევს
ხალხი ეკითხება:
-რა მოხდა??
-ინფაქტი ხომ არ გინახავთ?-პასუხობს სვანი
-არა,კაცო რა იყო??
-მამაჩემს დაარტყა


სურათები





:)







ვიდეოები
mainc shemecoda es kali

am incindentis shemdeg es kaci daitxoves samsaxuridan tumca zogis tkmit ubralod chawyobili iyo dagegmili
(imedia egrea shemecodaaa:))








 
es iyo new moonis parodia




No comments: