Sunday, December 26, 2010

school

მე კი ესე არ ვფიქრობ მაგრამ მაინც წაიკითხეთ სასაცილოა

სკოლა - 12 წლის სასჯელი





მასწი. და მოსწი. - მგელი და კრავი



დღიური - დაქირავებული შპიონი



ორიანი - ძმაკაცი და ხშირი მეგობარი



სამიანი - ჯანმრთელობა



ოთხიანი - ჭკუიდან შეშლა



ხუთიანი - ინფარქტი



წიგნები - მაკულატურა



პასტა - ზედმეტი ჯართი



მასწი. დირექტორი და სასწ. ნაწილი - სამი მუშკეტერი



დაფასთან გასვლა - გისურვებ მშვიდობიან დაბრუნებას



კარნახი - ძმა ძმისთვისაო შავი დღისთვისაო



"შპარგალკა" - სასწრაფო დახმარება



გაკვეთილზე ჯდომა - მიჯაჭვული ამირანი



შატალო - ციხიდან გაქცევა



დასვენება - წუთიერი სიზმარი



გაკვეთილზე შესვლა - ვაი ვეღარ ვხედავ მზეს



გაკვეთილიდან გამოსვლა - მე ვხედავ მზეს



მშობელთა კრება - არიქა განგაშია



უმაღლესში შესვლა - ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე



სასწავლებლიდან გარიცხვა - თავისუფლება...



Saturday, December 25, 2010

კარგი განწყობისთვის

წაიკითხეთ ბოლომდე და თუ მოგეწონათ დამიწერეთ კომენტარები თუ არა ნუ შეწუხდებით :)


სვანი მიდის მაღაზიაში და ეუბნება მოღუნული იარაღი გააქვთ? – გამყიდველი:რად გინდა – მოსახვევში კაცი უნდა მოვკლა.

ერთი ნაცნობი მეორეს თავისთან სტუმრად ეპატიჟება:
– ზარი არ მუშაობს და როგორც კი მოხვალთ, ფეხით დააბრახუნეთ.
– ფეხით რატომ?
– აბა, ხელცარიელები ხომ არ მოხვალთ?!


სვანი, მეგრელი და კახელი მიდიან მატარებლით და თან მიაქვთ საჭმელები, კახელმა გზაში შეჭამა რაც ჰქონდა და კიდევ მოშივდა, არ იცოდა რა ექნა და კარტის თამაში შესთავაზა მეგრელს და სვანს, ისინიც დაეთახმნენ, მაგრამ კარტი რომ არ გვაქვსო? კახელმა საჭმლებით თამაში შესთავაზა, დაეთახმნენ მეგრელი და სვანი დაიწყეს თამაში. მეგრელი შემწვარ ქათამს ჩამოვიდა, სვანი შემწვარ გოჭის ბარკალს, კახელმა ახედ დახედა და უთხრა ვერ ვჭრი მივიღე

სვანი თევზაობს,დაიჭერს თევზს,გადაზომავს მტკაველით და თუ მტკაველაზე დიდი გამოდგა აგდებს მდინარეში.კახელი ეკითხება
_რასაი შვები,ჯო?
_რა ვქნა.მტკაველაზე დიდი ტაფა არა მაქვს! _ პასუხობს სვანი


სვანი შევიდა მაღაზიაში და კითხულობს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — პასუხობს გამყიდველი.
სვანი წავა სხვანაირად ჩაიცვავს, შევა მაღაზიაში და ისევ იკითხავს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — კვლავ პასუხობს გამყიდველი.
ასე გაგრძელდა რამოდენიმეჯერ.
ბოლოს სვანმა დაკარგა მოთმინება და გამყიდველს ჰკითხა.
— როგორ იგებ, რომ სვანი ვარ?!
— როგორ და ეგ გარმონი კი არა რადიატორია.


რა გვარი ხარ?
_ და-და-დარახველიძე.
_ ბლუ ხარ?
_ არა, მამაჩემი იყო ბლუ და დაბადების მოწმობა ვინც შეავსო ის კიდე დებილი.


გასვენებაა. მიცვალებული ჩაასვენეს კატაფალკში და პროცესია დაიძრა. ამ დროს 6 ან 7 წლის ბავშვი დაედევნა კატაფალკს:
_ მამა, მამა, ნუ დამტოვებ, მე შენთან მინდა, თან წამიყვანე.
გამვლელებს გული მოუკვდებათ ამ სურთის შემყურე.
ამ დროს კატაფალკი ჩერდება გადმოდის მძღოლი და ბავშვს ეჩხუბება:
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, თან ნუ დამდევ, წადი ახლავე სახლში და ჩემს დაბრუნებამდე გაკვეთილები ისწავლე! იცოდე შეგამოწმებ!


გურულმა ტყუპები დაინახა და მშობელს გაკვირვებული ეკითხება:
— აგია იგი თუ იგია აგი?


სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
— რა გაცინებს?
— ის ორი მე მაცილებდა!


ორი ლოთი საუბრობს:
— გაიგე, ლოთობა თურმე ორჯერ ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
— ეგ, როგორ?
— როგორ და ახლა ხომ ხარ 30-ს?
— კი ვარ.
— ხოდა, რომ არ გელოთავა 60-ს იქნებოდი.


სვანი მოკვდება. დასაფლავების დღეს კლდიდან გადაუვარდებათ და კლდის ქიმზე ჩამოეკიდება. ვერ ამოათრევენ და დაანებებენ თავს. კლდის ქვემოთ მონადირე ნადირობს. დაინახავს რომ კლდეზე რაღაც კიდია, ესვრის თოფს და ჩამოაგდებს. მივა ნახავს რა მოვკალიო და მკვდარი სვანი შერჩება ხელში. რაღა ვქნა ალპინისტი შემომაკვდაო - იფიქრებს და მდინარეში გადააგდებს. გამოივლის ბრაკონიერი, ჩააგდებს მდინარეში დინამიტს და ამოაგდებს სვანს. რაღა მეშველება მყვინთავი შემომაკვდაო - იფიქრებს, წაიღებს და ღამე გზაზე დააგდებს. გამოივლის მანქანა და ზედ თავზე გადაუვლის. გადმოვა მძღოლი ვნახოო, რას გადავუარეო და ნახავს, კაცი გდია. წაიღებს და თავის ზვინში დამალავს. დილით მივა ზვინის პატრონი, შეუყრის ფიწალს და რომ გამოიღებს, ნახავს, რომ ზედ კაცია წამოკიდებული. იფიქრებს რა მეშველება თივაში ვიღაცას ჩასძინებია და შემომაკვდაო. გავა ტრასაზე, გააჩერებს მანქანას და წაიყვანს საავადმყოფოში. გაუკეტებენ ოპერაციას. გამოდის ქირურგი საოპერაციოდან და ამბობს:

-10 წუთი რომ დაგეგვიანა, ვეღარ გადარჩებოდა!


მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
— მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— ყურადღებით მისმინე. მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— კარგი მაშინ ასე ვქნათ, მე შენ თუ მოგცემ ერთ კნუტს, მერე კიდე ორ კნუტს და კიდე სამ კნუტს. სულ რამდენი კნუტი გეყოლება?
მოსწავლე:
— ექვსი.
მასწავლებელი:
— როგორც იქნა, ესე იგი რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელმა უკვე დაკარგა მოთმინება:
— რატომ შვიდი ბაჭია?
მოსწავლე:
— იმიტომ, რომ ერთი ბაჭია უკვე მყავს


ზოოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს:
— დავითაშვილი, დამისახელე 2 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი და... მეტი არ ვიცი.
— ნემსაძე, დამისახელე 3 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი, ვეფხვი და... მეტი არ ვიცი.
— ჯონჯოლია, დამისახელე 5 მტაცებელი ცხოველი.
— 3 ლომი და 2 ვეფხვი, პატივცემულო.


მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი.

_ არ შემჭამო, რა, გეხვეწები. _ სთხოვა გოგონამ.

_ არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს?





სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი...

სვანი უყვირის.

_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ ფეხი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ აბა, რა მოიტეხე?

_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!



ხელზე ოპერაციის მერე პაციენტი ეკითხება ექიმს:
— ექიმო, ოპერაციის შემდეგ შევძლებ როიალზე დაკვრას?
— კი, შეძლებ.
— საოცარია, — ჩაილაპარაკა პაციენტმა — მანამდე რომ ვერ ვუკრავდი.



გურული შვილი მიდის სახლში გვიან ღამით და ხვდება გურული მამა კარებში
და ეკიტხება:_ სად იყავიო?
გურული შვილი: სა ვიყავიო?
გურული მამა : ხოდა სად იყავიო?
გურული შვილი : ხოდა სად ვიყავიო?
გაბრაზებული გურული მამა : სადდდდდ იყავიოოოოოო?
უკვე გაბრაზებული გურული შვილი : სადდდ ვიყავიოოოო?
გურული მამა : ხო ხო სად იყავიო
გურული შვილი: იქინეო !
დაწყნარებული გურული მამა : ხოდა ეგრე გეთქვაო



გზაზე მომავალ ჯიპს ძველი ჰონდა შეეჯახება.
ჯიპიდან 4 მუტრუკი გამოვა, ჰონდას მძღოლი გადმოათრიეს
და ცემა დაუწყეს. ურტყამენ გამეტებით
ის კი ყოველ დარტყმაზე მხოლოდ ამის თქმას ახერხებს
– ჰო... ჰო...ჰო...
ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო:
– ჰონდას საჭე მარჯვენა მხარეს აქვსო



ექიმთან:

- აი, ხომ ხედავ, რომ გეუბნებოდი ერთი სიგარეტის მეტი არ მოსწიო ჭამის შემდეგთქო. დამიჯერე და კიდეც მოკეთებულხარ, ჩასუნსულებულხარ, ჩაჟინჟღილებულხარ…

- დღეში თორმეტჯერ მიწევს ჭამა და მოვკეთდებოდი აბა რა…



ოსი თოკზე ფეხით კიდია.
შეეკითხებიან:
- რას აკეთებო?
- თავს ვიხრჩობ?
- ეგრე ვის გაუგია თავის ჩამოხრჩობა? თოკში თავი უნდა გაყო, ფეხი კი არა.
- ეგრე სული მეხუთება შენი ჭირიმე.


ერთხელ ზაფხულში, ჭიჭიკია ისე დათვრა, ციცინათელებს დასდევდა… სიგარეტზე მომიკიდეთო…

სვანი ორმოებს თხრის რიგზე, უკან მეორე მისდევს და მიწას ისევ ორმოში ყრის, გამვლელი დაინახავს პირველი შეეცოდება და ეტყვის:
-კაცო რო დამდგარხარ და თხრი უკან არ უნდა გაიხედო? უკან მეორე მოგდევს და ორმოებს ავსებსო, სვანმა უპასუხა:
-ჰეე,ეგ მეორე კი არა მესამეა, მეორე ვერ წამოვიდა, იმას ორმოებში ნერგები უნდა ჩაელაგებინაო


ბიჭი ეუბნება გოგოს:

— ძუძუებით მამას გევხარ.

— მამაჩემს არა აქვს ძუძუები.

— ხო, მეც მაგის თქმა მინდოდა.



სვანი სოფელის ცენტრში გამოვარდება და ხანჯალს იქნევს
ხალხი ეკითხება:
-რა მოხდა??
-ინფაქტი ხომ არ გინახავთ?-პასუხობს სვანი
-არა,კაცო რა იყო??
-მამაჩემს დაარტყა


სურათები





:)







ვიდეოები
mainc shemecoda es kali

am incindentis shemdeg es kaci daitxoves samsaxuridan tumca zogis tkmit ubralod chawyobili iyo dagegmili
(imedia egrea shemecodaaa:))








 
es iyo new moonis parodia




ნწნწ...

ტიპმა გადაწყვიტა სახლში შპალერის გაკვრა. ამ დროს გაახსენდა რომ მისმა ძმაკაცმა(რომელიც ზუსტად ისეთივე პროექტის სახლში ცხოვრობდა) სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა რემონტი და ჰკითხა: კონკრეტული ოთახისთვის რამდენი ცალი შპალერი ეყიდა.
პასუხი იყო: ”16 ცალი”.
იყიდა 16 რულონი შპალერი. გააკრა და 5 ცალი დარჩა. დაურეკა ისევ იმ ტიპს და უსაყვედურა: ”16 ცალი ვიყიდე და 5 ცალი დამრჩა.” პასუხად კი მიიღო: ”ხო, 5 უნდა დაგრჩენოდა, მეც 5 დამრჩა.”

ერთმა დედამ ასეთი რამ მომიყვა თავის შვილზე.
ერთხელ ღამით თავისი 9 წლის ბიჭი აღვიძებს და ნახევრად მძინარე ხმით ეუბნება:
- დე, წყალი მომიტანე რა.
- ადექი და დალიე!
- მიდი რა დე, მომიტანე რა.
- ახლა თუ არ გაჩერდები ავდგები და ჯოხს მოვიტან და გცემ!
- ჯოხის მოსატანად რომ წახვალ წყალი გამოაყოლე რა…

ამონარიდები ავანდმყოფების ისტორიიდან
"მიმღებ განყოფილებაში შემოსვლის მომენტში ავადმყოფს გული გაუჩერდა და მან თავი უკეთ იგრძნო".

"ავადმყოფს აწუხებს ტკივილები მკერდის არეში, როცა ის წევს მარცხენა გვერდზე ერთ წელიწადზე მეტხანს".
"მეორე დღეს მუხლი კარგად გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა".
"ცხელების არავითარი ნიშანი ავადმყოფს არ ეტყობა. მიუხედავად ამისა, მისი ქმარი ამტკიცებს, რომ წინა ღამეს ის საწოლში არაჩვეულებრივად მხურვალე იყო".
"ქალბატონი ღრმა დეპრესიაშია და განუწყვეტლივ ტირის. ამასთან ერთად, ეტყობა, მას რაღაც აწუხებს".
"ავადმყოფი 69 წლის, მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა კარგ მდგომარეობაშია, გონებასაღია, მაგრამ დაბნეული".
"ავადმყოფმა პათანატომიურ გაკვეთაზე სასტიკი უარი განაცხადა".
"შეხსენების მიუხედავად, პაციენტმა საკუთარი განავალი სხვა კლინიკაში დატოვა".
"ავადმყოფის ანამნეზი არავითარი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. აღინიშნება მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში წონის 20 კილოგრამით მომატების ფაქტი".
"პაციენტი ყინულზე წაბორძიკდა, ფეხი აუცურდა და, სავარაუდოდ, შუა დეკემბერში ფეხები სხვადასხვა მხარეს გაეჩაჩხა".
"ავადმყოფი კლინიკიდან გაეწერა გაუმჯობესებული მდგომარეობით, თუ არ ჩავთვლით იმ ტკივილებს, რომელთაც შემოსვლისას უჩიოდა".
"დიაგნოზი: "მიაჭყლიტა ტრაქტორმა". მორალი: "ხელს ნუ ახლებ ტექნიკას და ის არ გიმტყუნებს". რეზიუმე: "თუ არ იცი, რა უნდა გააკეთო - წაიკითხე ინსტრუქცია".
"პაციენტს ფსიქიკური დაავადებები არ აღენიშნება. უბრალოდ, სულელია".
"ავადმყოფი უგონო მდგომარეობიდან გამოდის... ახლა ინტელექტს დედის გინებით ამჟღავნებს".
"დაარღვია რა დაწესებული რეჟიმი, ავადმყოფმა ორგანიზმში შეიყვანა გოჭი ტყემლით".
"გარდა ვენების გაგანიერებისა, სხვა ვენერული დაავადებები არ აღენიშნება".
"ავადმყოფი უნდა მომზადდეს თავის ამპუტაციისთვის".
"პაციენტს აღენიშნება ბარძაყის თიაქარი, ასევე - ცოლი და ორი ქალიშვილი".
"ორი წლის წინ ექიმებმა ავადმყოფ ბ.-ს აღმოუჩინეს ნერვული სისტემა".
დახასიათებიდან: "სტუდენტი გ. აქტიურად მონაწილეობდა 7 დაორსულებაში და 2 აბორტში".

....

არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:


2010 წელს "google”-ს საძიებო სისტემას სიტყვაზე "2012″ ალერგია დაემართება და "search” ველზე მუწუკები გამოაყრის;
ამავე წელს არქეოლოგები აღმოაჩენენ თიხის ფირფიტას, სადაც ეწერება, რომ მაიას ტომის ქურუმები ხშირად რომელიღაც ბალახის ფხვნილის საშუალებით "ბოლდებოდნენ” და რაღაცეებს მაიმუნობდნენ ხოლმე;
2011 წელს ბოლოსდაბოლოს გამოჩნდება ნიბირუ…მსოფლიო კინოეკრანებზე;
ამავე წელს, "2012″-ზე შექმნილი პროდუქტებით, ვისაც არ დაეზარება ყველა ფულს იშოვნის;
2012 წლის 20 დეკემბერს რონალდ ემერიხი მოხვეტავს თავის მილიარდებს და ოჯახთან ერთად მთვარეზე გაიხიზნება;
2012 წლის 21 დეკემბერს… იქნება ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე 2012 წლის განმავლობაში;
2012 წლის 21 დეკემბერსვე საქართველოში ზარზეიმით აღინიშნება "მიხეილობის” ახლადდაწესებული დღესასწაული;
2012 წლის 22 დეკემბერს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რონალდ ემერიხს ისე დაცინებს, რომ ამ უკანასკნელს უკან დასაბრუნებელი პირი აღარ ექნება;
2013 წლის 5 იანვარს…”
გუშინ, ნაპირზე გამოსვლის ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო მცდელობის შემდეგ, რუში გმირულად ჩაიხრჩო ჭიანჭველა. "კი, ავხტი და დავხტი, მაგრამ ღორთან რა მიმიყვანდა? სამწუხაროდ, ვეღარც ვუჯაგრე და ვეღარც ვუჯიგრე” – განაცხადა აქვითინებულმა რწყილმა და ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა.
პერმანენტული აქციები იმართება ნიფნიფის, ნუფნუფისა და ნაფნაფის სახლებთან. ადგილობრივები გოჭებს გადახვეწას ეხვეწებიან. ფილტვებგაუბედურებული, მაგრამ ბედნიერი მგელი მოვლენათა განვითარებას კმაყოფილი სახით ტყიდან აკვირდება და გოჭებს თავშესაფრად საკუთარ კუჭს სთავაზობს.
მრავალთაგან ერთ-ერთი ქართველი ამბიციურის განცხადებით, ის თანამედროვეობის გალაკტიონია. ამის დასადასტურებლად მას თავისი ლექსი "მერ” მოაქვს…
"მერ…”

შენ "სკაიპობდი” იმ ღამეს, მერი
მერი, იმ ღამეს "სანეტმა” ჭედა
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი
მერე ინტერნეტს აგინე დედა.

აფეთქებული და მოცახცახე
კლავიატურას თითებს აჭერდი
და ამ სმაილის მწუხარე სახე
გევედრებოდა: "გეყო, გაჩერდი”

Thursday, December 23, 2010

ხალხის გამონათქვამები

1. “გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი, რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის!” – ამბობდა კონფუცი
2. “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისათვის, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა” – ეწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ქვაზე
3. კითხვაზე, თუ სად ისურვებდა სიკვდილის შემდეგ მოხვედრას – ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: “ერთის მხრივ სამოთხეში, რადგან იქ კარგი კლიმატია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში, რადგან იქ კარგი პუბლიკაა”
4. ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: “მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო“
“მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას” – პიკას.
5. ცნობილი ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური ერთ-ერთი ბრძოლის დროს ამბობდა: “ჩვენ უკან კი არ ვიხევთ, არამედ წინ მივიწევთ სხვა მიმართულებით”
6. ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა
7. ბრიუსელის გაზეთის რედაქციაში მოვიდა წერილი: “მე გავაშენე პატარა ბაღი, რომელიც დიდი სიამოვნებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვარჩევ სასარგებლო მცენარეს სარეველასგან. გთხოვთ დამეხმაროთ”. “ამოთხარეთ ყველა მცენარე თქვენს ბაღში და რომელიც ისევ ამოვა, ის იქნება სარეველა” – “ურჩია” რედაქციამ.
8. “ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია” – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია.
9. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი
ოცნებობს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, მაგრამ არ აქვს ფული და სთხოვა დახმარება. “დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში” – წერილითვე უპასუხა ლენონმა. 1995 წელს კი ინდუსმა აისრულა ოცნება და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო იმ ფულით, რომელიც მან ლენონის წერილის გაყიდვის შედეგად მიიღო…
10. ერთმა სტუდენტმა ჰკითხა პროფესორს: “სიზმარში სულ უფრო ხშირად ვხედავ, თუ როგორ ვხდები პროფესორი. რა გავაკეთო, რომ სიზმარი ამიხდეს?” “ნაკლები უნდა იძინოთ” – მიუგო პროფესორმა.
11. რუსი იუმორისტი შენდეროვიჩი ხუმრობდა: “პირველად ღმერთმა შექმნა სამყარო. დაისვენა. შემდეგ – მამაკაცი. დაისვენა. შემდეგ – კი ქალი და ამის შემდეგ არც ღმერთს და არც კაცს აღარ დაუსვენიათ”.
12. ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.
13. სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.
14. “?” დაბერებული “!“-ია – ამბობდა ბერნარდ შოუ.
15. 112 მეტრის სიმაღლის შვედაგონის ტაძარი ბირმაში მხოლოდ იმიტომ ააგეს, რომ შიგ ბუდას თმის სამი ღერი
დაესვენებინათ
16. “ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშსა და მცირეთა გამჭრიახობაზე” – აღნიშნავდა სტენდალი
17. საბერძნეთის ერთიანობის მომხრე ფილოსოფოსები მხარდაჭერის გამოსახატად გამარჯვებულ ალექსანდრე მაკედონელს ეახლნენ. მხედართმთავარმა მათ შორის ყველაზე ცნობილი – დიოგენე ვერ შენიშნა, ამიტომ გადაწყვიტა მის კასრთან თავად მისულიყო. დიოგენე გულგრილად შეხვდა მეფეს. გაკვირვებულ ალექსანდრემ ჰკითხა: როგორც ძლევამოსილ მბრძანებელს, ხომ არ შემიძლია რომ დიოგენესთვის რამე გავაკეთო?”. ამ შეთავაზების გამგონმა დიოგენემ თვალი ოდნავ გაახილა და მიუგო: რა თქმა უნდა, შეგიძლია…მიდექი გვერდზე, მზეზე მეფარები, ხომ ხედავ, ვთბები”…
18. როდესაც საფრანგეთში ლუმიერების პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა, ფილმის ერთ ეპიზოდში ხალხი დარბაზიდან გაიქცა, რადგან ეგონათ რომ ეკრანისკენ მომავალი მატარებელი დარბაზში გადმოვიდოდა და მათ დააზიანებდა.


19. უოლტ დისნეიმ პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმისათვის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ძირითად ოსკართან ერთად, შვიდი მცირე ზომის ოსკარიც მიიღო.

სასაცილო

გელას ბანკიდან სესხის გამოტანა უნდა და კრედიტოფიცერი არ აძლევს ფულს.
გელა ეუბნება – იცით მე ვინ ვარ? მე მთელი მსოფლიო მიცნობსო.
ბანკის თანამშრომელი ირონიულად გაიცინებს : – რომელი მთელი მსოფლიო? დამთავრებულია, კრედიტს ვერ მიიღებ ! ! !
გელამ, წამოდი და განახებ ვინები მიცნობენო.
აეროპორტში თვითმფრინავს ითხოვებს
წაიყვანს აშშ-ში, თეთრ სახლში შეიყვანს და ოვალური კაბინეტის კარებს წიხლით შეანგრევს…
-ობამა შე შავტრაკა რავა ხარ?
-ვაა გელას გაუმარჯოს! როგორ გიკითხო შენები ხო არიან კარგად??
- აჰა ეხლა რაღას იტყვიო? – ეუბნება გელა კრედიტოფიცერს…
მერე წაიყვანს კუბაზე და კასტროსთან ერთად სიგარას მოაწევინებს.
იტოგში მოატარებს მსოფლიოს და გააგიჟებს ბანკის თანამშრომელს, ეს ვინააო !
ბოლოს რომში ჩავლენ და გელა ეუბნება: გინდა რომის პაპის გვერდზე დავდგე და ხელი გადავხვიოო?
მიდიო – ეტყვის კრედიტოფიცერი…
წმ პეტრეს მოედანზე ხალხი შეიკრიბება, რომის პაპს ელოდებიან, როდის გადმოიხედავს ფანჯრიდან
და გამოვლენ გელა და პაპი ხელიხელგადახვეულები.
კრედიტოფიცერს გული წაუვა.
ჩამოვა გელა და გონზე მოიყვანს. შეეკითხება, რა დაგემართაო?
რა და 2 კაცი ლაპარაკობდა და რო ვუსმენდი გავითიშეო – უთხრა კრედიტოფიცერმა. გელა დაინტერესდება : და რას ამბობდნენო?
რას და:
ეს გელა არააო? – კი გელააო მარა გვერდზე რო უდგას ის ვინღააო?




დიალოგები რომლებიც თითქმის ყოველთვის გვესმის







მარშუტკაში:
-შენი გადახდილია.
- ვაიმე არ გინდა, მოიცა მე გადავიხდი(ამ დროს მკლავზე ექაჩება და აფერისტულად, ვითომ უნდა რომ თვითონ გადაიხადოს არა და სინამდვილეში მაგრად გაუხარდა რომ გადაუხადეს)





-ვა ახალი მანქანა იყიდეეე?
-"ხო რავი", კი.


-აუ ძალიან მაგარი გოგო ხარ
-აუ კი აბა
-მართლაა
-აუ კი აბა, ნახე რას ვგავარ (ამ დროს სიხარულისგან ხტის)

_როგორ ხარ?
_რავი შეეენ?
_რას შვები?
_რავი შეენ?
_რა ხდება შენსკენ ახალი?
_რავი შეენ?
სკოლაში
გადავიმეორებ და გამოვალ
აუუუუუ შემდეგზე გამოვალ...
აუ მას არ გამაგდოთ ბოლო იქნება...

Wednesday, December 22, 2010

twilight

 გავიგე რომ ბინდის მესამე ნაწილი გაყიდვაში არის უკვე მე მაგალითად უკვე შევიძინე და წავიკითხე კიდევაც
მანამდე კი სანამ იყიდით გადმოიწერეთ რუსულად

ხოლო ქართულად
http://1skola.ucoz.net/load/bindi_saga_dabneleba/1-1-0-3
მე წიგნი ძალიან მომეწონა ასევე ყდაც :):D



ახლა კი breaking dawnis პოსტერები
როგორც იცით  breaking dawnში ედვარდი და ბელა ქორწინდებიან გაემგზავრებიან  ესმეს კუნძულზე თაფლობისთვის ბელა დაორსულდება გაუჩნდება გოგონა რომელსაც რენესმის დაარქმევს თან ბელა ვამპირად გარდაისახება მას გარდასახავს ედვარდი რადგან ბელა სიკვდილის პირას იქნება
ამჯერად ამ ფილმს იღებენ
ხოლო თაფლობისთვეს ბრაზილიში
აი სურათი:
ახლა კი საიტები ბინდის მოყვარულთათვის
www.twifans.ucoz.com
www.twilight.ge
www.robsten.com
 იმედია იცით რობსტენის ულამაზესი წყვილი


ეს იყო და ეს იმედია მოგეწონათ ჩემი პოსტი:)

avatar the legend of korra

2011 წელს იგეგმება მულტსერიალ avataris the legend of korras გამოშვება მასშ მოთხრობილი იქნება აანგის შემდეგი ავატარის -კორას შესახებ მოქმედება ხდება აანგის მიერ ცეცხლის სამეფოს დამარცხებიდან 70 წლის შემდეგ.კორ აგოგონაა.იგი წყლის მაგია.მან უკვე შეისწავლა მიწისა და ცეცხლის ელემენტები და მხოლოდ ჰაერის ელემენტი აქვს შესასწავლი .ამაში მას მხოლოდ დაეხმარება აანგისა და კეტარას შვილი ტენზინი .კორა მრავალნაციონალურ ქალაქში ცხოვრობს .აზალი მულტსერიალის გმირებს დამნაშავეთა სამყაროსთან და მაგების წინააღმდეგ აჯანყებულებთან მოუწევთ ბრძოლა.
სურათები:





ახლა კი ავატარის ძველი მაგრამ საკმაოდ საყვარელი სურათები:




 

ფაქტები,ფაქტები

1)ადამიანის თმა და ფრჩხილი კვლავ აგრძელებს ზრდას სიკვდილის შემდეგ.

2)ადამიანის წვივის ძვალი უფრო მყარია ვიდრე ბეტონი.

3)დელფინებს ძილის დროს ცალი თვალი გახელილი აქვთ.

4)ფლორიდის შტატი უფრო დიდია ვიდრე ინგლისი.

5)შესაძლებელია ცისარტყელას გამით დანახვა

6)ენა არის ყველაზე ძლიერი კუნთი ადამიანის სხეულში.

7)კუს შეუძლია 100 წელზე მეტ ხანს სიცოცხლე.

8)ადამიანი საშუალოდ დღეში 13 ჯერ იცინის.

9)პირველ მაღვიძარას შეეძლო მხოლოდ დილის 4 საათზე დარეკვა.

10)ორაგულს შეუძლია 6 ფუტის სიმაღლეზე ახტომა.

11)ასტრონავტები უფრო ჩქარა იზრდებიან როცა ისინი კოსმოსში არიან.

12)პოლარული დათვის კანი შავია, მათი ბეწვიც არაა თეთრი უბრალოდ ძალიან სუფთაა.

13)მწეველები უფრო მეტ შაქარს ჭამენ ვიდრე არამწეველები.

14)მეცნიერებმა დღესაც არ იციან ზუსტად რა ფერის იყო დინოზაური.

15)ჩინეთის დიდი კედელი 1.400 მილის სიგრძისაა.

სასწაულები...

ჩვენს პლანეტაზე ბევრი იდუმალი ადგილია. ყველაზე ცნობილი კი ბერმუდის სამკუთხედი და ეშმაკის ზღვაა, სადაც გამუდმებით ქრებიან გემები და თვითმფრინავები, მაგრამ პლანეტაზე სხვა არანაკლებ “ჯოჯოხეთური” ადგილებიც არის…
ახალი გვინეის ჯუნგლებში მცხოვრები ოლუგების საოცარი ტომის ხალხი ირწმუნება, რომ ცხოვრობს ორ სამყაროში: ჩრდილების ქვეყანაში და დღის ქვეყანაში. დღის ქვეყანაში, როგორც ისინი დედამიწას უწოდებენ, ისინი ყოველდღიურ, მიწიერ ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ დღეში რამდენჯერმე შეშდებიან და თვალებიც შუშისა უხდებათ. უხუცესები ირწმუნებიან, რომ ამ დროს ოლეგები ჩრდილების ქვეყანაში გადადიან. ჩრდილების ქვეყანა დედამიწას ჰგავს, მაგრამ ფიზიკური კანონები აქ სხვაგვარია. მაგალითად, ადამიანს შეუძლია 15 მ სიმაღლეზე ხტომა, მოსახლეობაც განსხვავებულია – ისინი ნეირდარტელელებს ჰგვანან, ჭიანჭველები ძაღლისხელანი არიან, მაიმუნებს კი ფრთები აქვთ და დაფრინავენ…

მეცნიერები დაინტერესდნენ ამ ტომით. სრულიად ჯამრთელი ადამიანები მათ თვალწინ გარკვეული ხნით შეშდებოდნენ, მერე კი მკვდრებივით ძირს ცვიოდნენ. მათ სხეულზე საშინელი ნაიარევი ჩანდა. ხშირად გამოფხიზლებულ ოლუგებს ხელში უცნობი საგნები ეჭირათ.

სასწაულებრივი სურათები


ნოტრ დამის უნივერსიტეტი


სასწავლებელი, რომელიც 170 წელს ითვლის, გასაკვირი არაა, რომ სულების თავშეყრის ადგილია. წარსულში აქ სწავლობდა ჯორჯ გიპი, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო. 1920 წლის 14 დეკემბერს ღამით თავის საცხოვრებელ ტერიტორიას მიუახლოვდა და ნახა რომ მთავარი შესასვლელი ჩაკეტილი იყო. გადაწყვიტა, მეორე მხრიდან შესულიყო, რადგან ამ მხარეს კარებს უმეტესწილად ღიად ტოვებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი აღმოჩნდა. ჯორჯი ჩამოჯდა, ზურგით მიეყუდა კარებს და ჩაეძინა. სიცივის გამო ფილტვების ანთება დაემართა, რომელიც მოგვიანებით გაურთულდა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯორჯის სული დღესაც სტუმრობს უნივერსიტეტს და სტუდენტებს ზოგჯერ უჯიკებს, ზოგჯერ კი მეგობრულად უთათუნებს ხელს. მისი სამიზნეები ხშირად არიან სტუდენტები, რომლებიც გვიანობამდე რჩებიან ბიბლიოთეკებში. მისგან განსხვავებით, პატავატომელი ინდიელების სულები, რომლებიც წარსულში წმინდა იოსების მდინარის ნაპირებზე სახლობდნენ, აგრესიულები არიან. საქმე იმაშია, რომ შენობა აგებულია ინდიელების სამარხებზე, ამიტომ ხშირად უნახავთ ცხენზე ამხედრებული ინდიელების გამოსახულებები, რომლებიც კიბეებზე მოძრაობდნენ.

აი კიდევ სასწაულები



აი ესეც ერთი საინტერესო და უცნაური ამავდროულად სასწაულებრივი ისტორია!

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!“ გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!“

ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა.

როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ - დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!“ ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.


მღვდელმონაზონი სერაფიმე


მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩამოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული“. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?“

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქმედი ნიკოლოზი).

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში (128 დღე), თვით აღდგომამდე, რომელიც იმ წელს უწევდა 23 აპრილს (6 მაისს ახალი სტილით).

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღალი ძახილით დაიწყო მოწოდება: „ილოცეთ!“ ღამის გუშაგებმა ვერ აიტანეს მისი საცოდაობა და ჩაეკითხნენ: „ასეთი ხმით რად ყვირიხარ?“ და მიიღეს პასუხად: „საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება. ილოცეთ!“

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი: მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა. ზოია ჩააწვინეს ლოგინში, მაგრამ ის განუწყვეტლივ ყველას უხმობდა და ითხოვდა ელოცათ ცოდვებით აღვსილი სამყაროსათვის, უკანონობაში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.

- რით არსებობდი ამ ხნის განმავლობაში? - ეკითხებოდნენ მას. - ვინ გასაზრდოებდა?

- მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს, - პასუხობდა ზოია, რითაც ცხადლივ გვეუწყება, რომ შეწყალება და პატიება მოდიოდა თვით უფლის შემოქმედი მარჯვენისგან. უფალმა მიუტევა მას ცოდვები, ღვთის წმიდა სათნომყოფლის, ყოვლადმოწყალე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მეოხმყოფლობითა და უმძიმესი განსაცდელის, 128 დღის მანძილზე ფეხზე დგომის საზღაურად.

მომხდარმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც ესმოდა ზოიას ყვირილი და ვედრება - ელოცათ ცოდვებში მყოფი ადამიანებისათვის, ირწმუნეს ღმერთი. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებელნი ეკლესიებში მიიჩქაროდნენ აღსარების სათქმელად; ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება - იმდენად დიდი იყო ახლადმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასათვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.

შიშითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით თხოვდა ხალხი ღმერთს საკუთარი ცოდვების შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: „საშინელება ხდება. დედამიწა იწვის, ცოდვებში ვიღუპებით. ილოცეთ. ადამიანები უკანონობის შედეგად წარწყმდებიან.“

აღდგომის მესამე დღეს ზოიას სული მიიღო უფალმა - აღესრულა მხევალი ღვთისა, რომელმაც თავისი მძიმე ცოდვები 128 დღის ფეხზე დგომით გამოისყიდა. სულიწმიდა იფარავდა მისი სულის არსებობას, აღადგინა იგი მომაკვდინებელ ცოდვებისაგან, რათა მომავლის, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა მარადიული აღდგენის დღეს აღედგინა იგი სხეულით მარადიული სიცოცხლისათვის, რამეთუ თვით სახელი ზოია ნიშნავს სიცოცხლეს. ამინ.

Sunday, December 19, 2010

https://www.wizard101.com/start
გაწევრიანდით ,გადმოიწერეთ თამაში და იყავით დროებით ჯადოქარი:)


http://www.wiglingtonandwenks.com/

http://www.secretbuilders.com/



ესეც ძაან საყვარელი საიტია სადაც მე უკვე დარეგისტრირებული ვარ და ვთამაშობ
http://www.poptropica.com/ ეს უფრო თავგადასავლების მოყვარულთათვისაა
http://www.franktownrocks.com/
http://www.minyanland.com/


შედით გაწევრიანდით,ითამაშეთ და გაერთეთ იმედია მოგეწონატ ჩემი ახალი პოსტიი:)
ასევე ჩემი დიდი თხოვნა იქნება შეხვიდეთ
http://saldoli.blogspot.com/
http://takochi.blogspot.com/
http://lizi-liii.blogspot.com/