Friday, February 11, 2011

პეპლები

ვსტრალიასა და ახალ გნიეაში ბინადრობენ პეპლები,რომელთა ფრთების რხევის ამპლიტუდა 26 სანტიმეტრს აღწევს.ადგილობრივი მოსახლეობა ამ გიგანტურ პეპლებს საკვებად იყენებს.მის მოსაპოვებლად ნატურალისტები ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ და არა ჩოგანბადეს.ისინი თოფს წვრილი საფანტით ტენიან და წორედაც იქცევიან,რამეთუ პეპლები ძალიან მაღლა,თვით ხის კენწეროებთან დაფრინავენ.

 Suddenly I get this feeling
My mind draws a blank
My hands are slightly shaking
My heart begins to race

I feel like I'm losing control
I'm nervous inside and out
I have an unexplainable feeling
I wish I could figure this out

These butterflies inside of me
Keep fluttering all throughout
I thought they were gone for good
I didn't know they could come out

It must be the way
You get to me like you do
The way you make me feel
The way I love you like I do...

butterfly, butterfly
fly in the sky
butterfly, butterfly
flies so high
butterfly, butterfly
lands on my thigh
butterfly, butterfly
motionlessly lies
butterfly, butterfly
gracefully dies

მე არავინ მასწავლა, რომ პეპლები სამი დღე ცოცხლობენ,
მე არავინ მასწავლა, რომ პეპლებს 2 დღეში კლავენ..
და მე არასოდეს შემეშინდება თვითმკვლელობის,
რადგან ფრთები მაქვს და ჩურჩული შემიძლია,
შენზე მეტად მიყვარს ბავშვის ტირილი და მთები,
რომლებიც წინდებს მიქსოვენ ყოველ დილით..

დღეს რომ სანთლები ჩაიწვება,
ჩვენ აღარ გვეტკინება ჩვენი უხამსი ბავშვობა,
დამპირდი, რომ აღარ გვეტკინება ჩვენი ჩატეხილი კლავიშები
და უიმედო მზერების დაჯახების წერტილი,
სადაც არ არის ჰორიზონტი
და სადაც არ აქვს დედამიწას მიზიდულობა..
დღეს რომ სანთლები ჩაიწვება,
ჩვენ აღარ დავიძინებთ და ამოღამებული თვალებით
ვიოცნებებთ უკეთეს მზეზე და ტელეფონის დალეწილ ჯიხურებზე,
რომლებიც მარტოხელა მწირებივით ისმენენ ჩვენს მოგონებებს
და ტვინებს, სიცივით გადაყინულებს, არ ექნებათ მიზეზი,
რომ კიდევ ერთხელ გვიწამონ სული
და ჩვენ შევეცდებით სამუდამოდ დავაშოროთ ისინი,
როგორც შეყვარებულები,
რომლებსაც სიკვდილივით შეძულდათ ერთმანეთი
და ვეღარც წვიმა, უქოლგო ჰაერი და გახდილი ფეხსაცმელები
ვერ შველიან კავშირებს..
დღეს, რომ სანთლები ჩაიწვება,
შენ აღარ მკითხავ რატომ აწამეს იესო,
დამპირდი რომ აღარ მკითხავ რატომ მოკლეს მამა
და რატომ გაქრა მას შემდეგ დედა,
რომ აღარ ჩამხედავ ვარდისფერ სათვალეებში
ცრემლიანი წითელი თვალებით,
დამპირდი რა..
დამპირდი, თორემ ჩემი სიტყვები ძალას კარგავენ
და მეასე სართულიდან ეშვებიან ახლადდაგებულ ავტოსტრადებზე,
მერე კი ტვინდასხმული და სულწართმეული გვამებივით
ეხეთქებიან ჩემი ტუჩების კედლებს
და მე ვერასოდეს ვხსნი შენს კითხვებს,
რადგან სიტყვები მიკვდებიან,
როცა ბოლომდე გრძნობენ ჩვენი ინდუსტრიული სიყვარულისგან
შეკოწიწებული სამყაროს სიმძიმეს,
როცა ივიწყებენ შენს დაბადებას და ჩემს გარდაცვალების მცდელობას,
პეპლები კი,
პეპლები უბრალოდ 3 დღე ცოცხლობენ
და თუ მეორე დღეს არ მოკლეს,
ალბათ ისინიც ისმენენ კითხვებს და ვერასოდეს უპასუხებენ
რატომ დაინახეს შვილებმა მამა ფურცლებზე მიჭედილი..

ჩვენ ტირანები ვართ,
ვკლავთ ყველას, ვინც არ გვეკითხება გარდაცვლილ მამაზე
და ტვინდაქცეულ მეგობრებზე,
რადგან ძალდატანებით ვიბადებით და შუქი გვატირებს,
რადგან კივილი უზრდელობაა და ჩურჩულიც აგრეთვე,
რადგან ქუჩაში კოცნა უხამსობაა და სექსიც აგრეთვე,
რადგან ტყუილის თქმა უწესობაა და სიმართლისაც აგრეთვე,
რადგან სიძულვილი სინაღდეა და სიყვარული – არა,
სიყალბეა,
სიყალბეა ჩემი და შენი ყოველდღიური საუბარი,
ხომ ისედაც იცი, რომ ჩემი ფრთები დიდი ხანია დაიმსხვრა
და შენი თვალები დიდ ხანს ვერ უძლებენ ჩემს ვარდნას..
როგორმე ამოდი სხვა ქვეყანაში,
იქ არ დაგვხვდება კოკა-კოლა და კენტი,
იქ ვერ ისაუზმებ მაკდონალდსში და ვერ ჩაიცვამ ადიდასს,
იქ ვერ უყურებ სიენენს და ვერ ითამაშებ სონის,
მაგრამ გპირდები, გპირდები, გპირდები, რომ
იქ არავინ მოკლავს პეპლებს ორ დღეში
და ბავშვის ტირილიც ჩემსავით შეგიყვარდება.

დღეს რომ სანთლები ჩაიწვება,
შენ აღარ მისურვებ ტკბილ ძილს,
დამპირდი რომ ჩემს მოსვლამდე მოიკლავ თავს,
რომ ერთხელ მაინც გავბედო სუიციდი,
შენს უსულო სხეულზე დამხობილმა,
რომ ერთხელ მაინც მოვიქცე ჩემი ტვინის გარედან და სულის ფიქრით
და ვიკივლო
და ვიკივლო
და ვიკივლო ხმის უნებურად ჩაგლეჯვამდე!
და შენ ხომ იცი ჩვენ ფრთები გვაქვს და უსასრულოდ ვიფრენთ
იასამნისფერი მიხაკების ქვეყანაში,
სადაც ალბათ არ გვაჩუქებენ მარწყვის ტორტს
და ფორთოხლის წვენს,
მაგრამ პეპლები..
პეპლები მაინც იცოცხლებენ სამუდამოდ
და ჩვენც აღარ გვეტკინება ჩვენი სიტყვები
და ჩვენც აღარ მოგვწყინდება შიმშილი..
და ჩვენ მაინც ვასწავლით შვილებს, რომ
პეპლები უსასრულოდ ცოცხლობენ
და ტკივილებს კი..
ტკივილებს 2 დღეში კლავენ..

თუ იცი შენ ნეტა,სიტყვებით რომ მავსებ,
და ამის პასუხი გითხარი თვალებით
ადრე რომ იცნობდი,ის ქალი განაღმეს
ფიქრებმა,მარტივ და უბრალო წამებით.

გადავიკარგო? იქნებ და არც ღირდეს,
არადა უკვე სულს ტკივილი ერევა,
მეწევა დღებზე გრძნობების ფერშალი,
რომ განვიკურნები,შენ დაგრჩეს მერე რა…

და მეწკმუტუნება სახეზე ცრემლები,
ნაცემი ძაღლივით მოკუნტულს ტუჩებთან,
გრძნობების პეპლები ცაში ფარფატებენ,
რომ მერე დამისხდნენ უგრძნობლად ფეხებთან.

დრო მიაჭენებს აწყვეტილ ოცნებებს,
ღამის ტრამალებსაც გადასცდა,შევეშვი,
გულში კი დალეწავს ეს სევდა დარაბებს,
თუ იცი ნეტა რას ვგრძნობდი შენს ხელებში.









 პეპლები გემოს გრძნობენ თავისი ფეხებით.




 გიყვართ პეპლები?