Sunday, February 13, 2011

ვალენტინობისთვის

ხომ შეიძლება გულით გსურდეს და 
ვერ შეიყვარო მაინც... 
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, 
ვერ შეიძულო მაინც... 
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, 
ცაში იფრინო მაინც... 
ხომ შიძლება "ჩემიარ გერქვას, 
მაგრამ მიყვარდე მაინც... 
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, 
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... 
ხომ შეიძლება გული გაიყოს 
და ვსულდგმულობდე მაინც... 
მაგრამ ოცნებასმიწიერ სურვილს 
და სიყვარულის მორევს 
ვერ გაექცევითავს ვერ დააღწევ, 
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...






ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობითმშვიდობითამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაოდიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკებილიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰროგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნებანახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდედა ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდამშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობითმშვიდობითმშვიდობით!..









ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს, 
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!



სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაშიის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში... მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებსულამაზეს ლიანებსსიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე... რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით... სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავისიყვარულის რიგში ღმერთო... აქაც ბოლო ვიყავიდა როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებითსიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეუერთდნენ ქალებიწიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებულიდა გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული... სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო... გაზაფხული იღვიძებდა იაშიმზე კოცნიდა თეთრ ალუბლებსულამაზეს ლიანებს.. სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე...










Forget his name, Forget his face,
Forget his kiss, his warm embrace
Forget the love that you once knew
Remember he has someone new.
Forget him when they play your song,
Forget you cried the whole night long,
Forget how close you two once were,
Remember he has chosen her.
Forget you memorized his walk,
Forget the way he used to talk,
Forget the things he used to say,
Remember now he's gone away.
Forget his laugh, Forget his grin,
Forget the dimple on his chin,
Forget the way he held you tight
Remember he's with her tonight.
Forget the time that went so fast,
Forget the love that now is past,
Forget he said he'd leave you never,
Remember now he's gone forever






















14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.

როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.

ნინო ღამბაშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი




მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს - 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) - 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის - 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.
ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.
თუ პირად რწმენას საეკლესიო დღესასწაულების საშუალებით სჭირდება განმტკიცება? მართალია, ამ თარიღების განცდისას ჩვენ, პირველ რიგში, სულიერი სიხარულით ვივსებით და არ ვაკონტროლებთ, გავიზარდეთ თუ არა რწმენაში. მაგრამ შობის აღნიშვნა ხომ ჩვენთვისაა საჭირო და არა - ქრისტესთვის? მაშ, რა არის ცუდი იმაში, რომ გარკვეულ დღეს შენს რჩეულს კიდევ ერთხელ უდასტურებ სიყვარულს? ეს ხომ არ გამორიცხავს ამ სიყვარულის სხვა დროსაც გამჟღავნებას. მართალია, ეს საქციელი არ იგეგმება, ამ დღეს კი შენი რჩეული შენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ელის, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? ეს ერთგვარი ტესტია იმისა, თუ ფანტაზიის რა დოზას აღძრავს შენში სიყვარული. ხელოვნების უბწყინვალესი ნიმუშები დაკვეთით შექმნილა. მერედა რა არას ამაში დასაძრახი? ამგვარი დღესასწაული, როგორც დღეს იტყვიან, „საზოგადოების დაკვეთაა“.
ამგვარად, ქრისტიანული დღესასწაულები ქრისტესა და მის წმინდანებს კიდევ ერთხელ გვაზიარებს. „ვალენტინობას“ კი ამგვარი საფუძველი არ გააჩნია. ტრადიციული ქრისტიანული დენომინაციების მიერ იგი საეკლესიო დღესასწაულად არ მიიღება.
სიყვარულის ჭეშმარიტი დღესასწაული, იმ დასაბამისეული სიყვარულისა, საიდანაც ყოველგვარი სიყვარული ამოიზრდება, დიდი პარასკევია, როგორც ადამიანისათვის ღმრთის თავდადების სიმბოლო.
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის მეორე დღეს სიყვარულის დღესასწაულს აღნიშნავს - სამებობას; ხოლო საქართველოს ეკლესია გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის დღესასწაულსაც (16 ივლისს - ახ.სტ.) სიყვარულის დღედ მოიხსენიებს. ჭეშმარიტი სიყვარულით ერთობის აღსანიშნავად. 






უსიყვარულოდ
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!





ტოპ 10 სიყვარულის ფილმი

Notting Hill






 Sweet Home Alabama



What Dreams May Come


You’ve Got Mail


meet Joe Black



 A Walk to Remember



Titanic




Message in a Bottle


The Notebook







Shakespeare in Love




 




No comments: