Monday, February 21, 2011

წიგნი -ჯინსების თაობა

გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, გია ტაბიძე, სოსო წერეთელი, ბერი თეოდორე, კახა და პაატა ივერიელები…. და კიდევ ძალიან ბევრი, უბრალოდ ჯინსების თაობა… ეს ბიჭები კი უბრალოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ საკუთარი ოცნება, საკუთარი მიზნები, საკუთარი თავისუფლება ჰქონდათ, იბრძოდნენ მისთვის…. იბრძოდნენ დროში როცა სიტყვა “საკუთარი” არ არსებობდა, ყველა და ყველაფერი მხოლოდ დიადი საბჭოთა კავშირის საკუთრება იყო… ეს იყო დრო როცა ადამიანს მარტო საფლავის მიწა ეკუთვნოდა და ისიც მარტო მაშინ თუ თავისი სიკვდილით გარდაიცვლებოდა, ქართველებმა კუბოს სასახლე დაარქვეს, მათთვის სიკვდილი რომ უფრო მსუბუქი ყოფილიყოოო….საბჭოთა კავშირი რომელმაც ჯინსები მხოლოდდა მხოლოდ იმიტომ აკრძალა რომ თვითონ ვერ შექმნა,ვერ დამზადა და უბრალოდ მარტივი გზა აირჩIა,აკრძალა ის ხოლო ამ მატერიით შემოსილნი სიმშვიდის მტერ ცივსისხლიან კაპიტალისტებად შერაცხა…. მიდი და იცხოვრე ესეთ ქვეყანაში, როცა ახალგაზრდა ხარ და თავისუფლება გეძახის, თუნდაც ოკეანის გადაღმა….
1983 წლის 18 ნოემბერს საქართველო ტრაგიკულმ მოვლენამ შეძრა Led Zeppelin-ის მოყვარულმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება სცადა სროლა პილოტის კაბინასთან დაიწყო, ამ ინციდენტს 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო პილოტი 24 საათში გაჭაღარავდა.
ჯინსების თაობამ როგორც მათ შემდგომში უწოდეს, თბილისი-ბათუმის, T-134 ტიპის თვითმფრინავის გატაცება სცადეს. გამტაცებლები საბჭოთა კავშირიდან თურქეთში გაგცევას ცდილობდნენ ხოლო შემდეგ იქიდან ა.შ.შ. -ში. ჯინსების თაობა 7 ადამიანისაგან შედგებოდა მათ შორი ერთი ქალი იყო. თვითმფრინავში დახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა. პირველი მსხვერპლი უდანაშაულო მგზავრი აღმოჩნდა რომელიც გამტაცებლებ უშიშროების თანამშრომელი ეგონათ. პირველი გაფთხილება გეგა კობახიძემ გაახმოვანა, მან ამოიღო ხელყუმბარა და თვითმფრინავის გატაცების ამბავი გამაოცხადა. ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გაუსმევ ხაზს რომ, პილოტს რომელიც თვითმფრინავს მართავდა თბილისიდან ბძანება ქონდა მიღებული რომ, თვითმფრინავი სასწრაფოდ თბილისისკენ შემოეტრიალებინა და თბილისის აეროპორტში დაესვა წინაღმდეგ შემთხვევაში მას უკვე გატაცებიდან 20 წუთში 2 გამანადგურებელი მიყვებოდა რომელით თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ. ეს ინფორმაცია გამტაცებლებმა არ იცოდნენ. რა თქმა უნდა მათ არ მიცემდნენ თურქეთში გადასვლის ნებას და საზღვარს არ გადაკვეთინებდნენ და შემდგომ გამოაცხადებდნენ რომ მოხდა გატაცების იმიტირება და სროლის შედეგად თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
რა ამოძრავებდათ ამ ახალგაზდებს? რატომ გარისკეს და წამოიწყეს ამხელა თამაში? თვითოეული მათგანი თბილიში პრესტიჟული და ასე ვთქვათ წარმატებული ოჯახებიდან იყვნენ.
მათ სცადეს საბჭოთა მონსტრის კლანჭებიდან თავის დახწევა. გატაცებამდე ისინი დიდი ენთუზიაზმით უყვებოდნენ ერთმანეთს თუ როგორ ჩავიდოდნენ თავისუფლების ქვეყანაში როგორ მოუყვებოდნენ იქაურ მოქალაქეებს საბჭოთა მონსტრი შეახებ, ერთ-ერთი მათგანის უნდოდა ამერიკის პრეზიდენტ რეიგანთან ჩოხა ახალუხით შესულიყო და მოეყოლა თუ რა ხდებოდა მის ქვეყანაში თუ როგორი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ იმ საფჭოთა კავშირში საიდანაც დიდ სიძლიერეს ანახებდნენ სხვა ქვეყნებს.
თვითოეული მათგანი გახდებოდა გმირი ამერიკაში და მათზე ილაპარაკებდა მთელი მსოფლიო ტელევიზიები. ისინი იმუშავებდნენ და მიაღწევდნენ დიდი წარმატებას თავიანთ საქმეში და ამით ერთხელ და სამუდამოდ გაგებინებდნენ მსოფლიოს ხალხებს იმას თუ რა ხდებოდა საბჭოთა ქვეყნებში თუ როგორი უსამართლობა და ჩაგვრაში ცხოვრობდა ხალხი, როგორ ითელებოდა ყველა სხვანაირად მოაზროვნე ადამიანის უფლებები და როგორ დევნიდნენ მათ. მათ გმირობა სურდათ და დაუპირისპირდნენ იმ დროისთვის ყველაზე დიდი მონსტრს მსოფლიოში ეს იყო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირმა მათ ლაჩრული (როგორც ყოველთვის) პასუხი გასცა და წართვა მათ ყველაზე მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლება.
ისინი გახდნენ მომავალი თაობების გმირები მაგრამ მათ ეს ყველაფერი თავინათი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. თუმცა ისინი ამისთვისაც მზად იყვნენ… მომკვდარიყვნენ გმირულად ვიდრე ეცხოვრედ ჯურღმულში.




დაკითხვაზე სხვებიც დაჰყავდათ, მაგრამ გამოძიება ყველაზე მეტად მაინც ირაკლი ჩარკვიანით დაინტერესდა, რომელიც გეგას ახლო მეგობარი იყო და წესით თვითმფრინავის გატაცების შესახებ სხვებზე მეტი უნდა სცოდნოდა. მოსკოვიდან ჩამოსული რუსი გამომძიებელი თავიდან ფიქრობდა, გეგამ ირაკლის იმიტომ არ შესთავანაზა მათთან ერთად გაფრენა, რომ ირაკლის ბაბუა კანდიდ ჩარკვიანი საქართველოს ცეკას ყოფილი მდივანი იყო. თუმცა რუსი გამომძიებელი ირაკლის პირველივე დაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ ზემოქმედების მიზეზი სულ სხვა იყო. ამ უცნაურმა ბიჭმა თავიდანვე გააკვირვა რუსი გამომძიებელ, რადგან მის შეკითხვებს მხოლოდ ქართულად პასუხობდა.
დაკითხვებზე ირაკლი ძალიან მშვიდი იყო და კაგებეს ქართველი თანამშრომელი ირაკლის პასუხებს გაკვირვებული უთარგმნიდა რუს გამომძიებელს. ქართველ კაკებეშნიკს გულწრფელად უკვირდა, როგორ შეიძლებოდა კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილს რუსული არ სცოდნოდა, მაგრამ რუსი გამომძიებელი მაშვინვე მიხვდა, რომ ირაკლი ჩარკვიანმა რუსულიც მშვენივრად იცოდა ( მთარგმნელისაგან განსხვავებით) და სხვა ენებიც.
რუსი გამომძიებელი იმასაც მიხვდა, რომ ამ უცნაური ახალგაზრდა ქართველის სახით იგი ქართველების ახალ, იმ თაობას ელაპარაკებოდა, რომელიც მშობლებისაგან განსხვავებით, აღარ იქნებოდა მორჩილი, კონფორმისტი და შემგუებელი. ამიტომაც რუს გამომძიებელს არ გაჰკვირვებია აშკარა ანტისაბჭოური ინტონაციები ირაკლის პასუხებში და პირიქით, ამან უფრო წააქეზა რუსი გამომძიებელი იმის დასადგენად, თუ რატომ არ გაჰყვა იმ თვითმფრინავს ირაკლი ჩარკვიანი. ამიტომაც იმ დღეს დაკითხვაზე მიყვანილ გეგას უახლოეს მეგობარს რუსმა გამომძიებელმა პირდაპირ ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა:
– თქვენ რატომ არ შემოგთავაზეს მათთან ერთად გაფრენა?
– ვინ?
– თუნდაც გეგამ, ის ხომ თქვენი უახლოესი მეგობარი იყო?
– რატომ – იყო, გეგა ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია.
– მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა. იმედია ისეთ რამეს არ იგულისხმებთ, რისი თქმაც არ მინდოდა.
– რისი თქმა გინდოდათ?
– იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის მართლა გაუგებარია, რატომ არაფერი გითხრათ გეგამ, ის ხომ თქვენ კარგად გიცნობდათ. მაპატიეთ, კარგად გიცნობთ.
– კარგად რომ მიცნობს, იმიტომაც არადერი მითხრა, იცოდა, რომ უარს ვეტყოდი.
– რატომ, დავიჯერო ისე მოგწონთ საბწოთა კავშირი, რომ ვერ უღალატებდით?
– მგონი თქვენთან საუბრისას არცერთხელ არ გამომიხატავს ჩემი სიმპატიები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დისიდენტიც არ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო.
– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს და მაგის გაგება მსურს, რა პრინციპით შეარჩიეს თვითმფრინავის გამტაცებლები და თქვენ, როგორც გეგას უახლოესი მეგობარი, რატომ არ აღმოჩნდით მათ შორის.
– ხომ გითხარით უკვე, გეგამ ოცოდა, რომ მე უარს ვეტყოდი.
– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი სთმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერთვია:
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას…














თინა ფეტვიაშვილი ციხეში  ხუთწელიწადნახევარი იჯდა. ზვიად გამსახურდია და კოსტავა რომ მოვიდნენ, მაშინ გამოუშვეს, თუმცა ამ დროისთვის არც მან და არც სხვებმა არ იცოდნენ, რომ ბიჭები დიდი ხნის დახვრეტილები იყვნენ. მანამდე ნათელა მაჭავარიანთან უამრავი ადამიანი მოდიოდა, და ეუბნებოდა, რომ გეგა ხან აქ ნახეს ცოცხალი და ხან იქ. ერთხელ ვიღაც ბრმა კაცი ჩამოვიდა და დედებს განუცხადა, თქვენი ბიჭები ციმბირში არიან და ფეხები დაუწყლულდათ, ლენინგრადში ეშელონები ჩამოდგება და  თბილი ტანსაცმელი მიაწვდინეთო. მართლაც, შეაგროვეს თბილი ტანსაცმელი და ამ ბრმას თეიმურაზ ჩიხლაძის მამა ლენინგრადში გაჰყვა. ეშელონი რომ ჩამოდგა, ეს ბრმა სადღაც გაიპარა. ასეთი შემთხვევა უამრავი იყო. 5 წლის შემდეგ გეგას მამა მიხეილ კობახიძე ჯუმბერ პატიაშვილთან მივიდა თავის ფილმებზე სასაუბროდ. და საუბარში შეაპარა. იქნებ გაგვაგებინოთ, სად არიან გადასახლებულებიო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ გეგა დახვრიტეს. დახვრიტეს თითქმის მაშინვე, როგორც კი სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. არადა მოსკოვში წერილი ჰქონდათ გაგზავნილი შეწყალებაზე..

ამის შემდეგ დაიწყო საფლავების გაუთავებელი ძებნა, გამოჩნდა ვიღაც ღვთისნიერი ადამიანი, რომელმაც გადმოცემით იცოდა, რომ რუსთავსა და გაჩიანს შორის უკიდეგანო მინდორზე თვითმფრინავის ბიჭები იყვნენ დამარხულნი. საფლავების თხრა ღამით დაიწყეს. იქ იყო დუდუ დადიანიც, რომელიც ნათელა მაჭავარიანის მეორე მეუღლის შვილი გახლდათ. თუმცა მიაგნეს მხოლოდ ერთ კუბოს, სადაც სოსო წერეთელი იყო ჩასვენებული. სოსო იმდენად კარგად იყო შენახული, ყველა გაოგნდა. როგორც კი კუბო ზევით ამოიტანეს. ცაზე უცებ ცისარტყელა გამოისახა. მშობლებს ექსპერტიც ახლდათ. იმ კაცმა თქვა, რომ, რადგან სოსო წერეთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იმიტომაც დაასაფლავეს ხის კუბოთი. დახვრეტილებს კი ხშირად მჟავას ასხამენ, ამიტომაც მათი ცხედრების პოვნის შანსი პრაქტიკულად არც არსებობსო.
ლეილა წერეთელი: „გია ბუღაძემ დაგვირეკა ღამის პირველ საათზე, ჩემს მეუღლეს უთხრა, ბატონო კოტე, სოსო აღმოჩნდაო და სოსო მოდის ჩვენთანო. კოტემ მითხრა: რაღა ვქნა, ლეილა, მგონი, გია ვერ არის კარგადო. მეორე დღეს მოვიდა და მოგვიყვა, რომ საფლავი იპოვეს. როგორც გვითხრეს, მისი საფლავი კლდოვან ნიადაგში იყო გათხრილი და ამიტომაც შეინახა ასე კარგად, თუმცა მე ჩემი შვილი არ მინახავს. არ შემეძლო მისი ნახვა. ჩვენი მეზობელი იყო პათანატომი, ის წავიდა საფლავის სანახავად და მითხრა, რომ, როგორც კი კუბო ამოვიტანეთ, ცისარტყელა ისევ გამოჩნდაო. საბურთალოს პანთეონში გადავასვენეთ და ამის მერე ისე ცუდად გავხდი, ფსიქიატრებიც კი დამჭირდა, ერთი თვე არც წყალი დამილევია და არც არაფერი მიჭამია, ორმოცი კილო დავიკელი...“
ამ ახალგაზრდების ოცნებამ მხოლოდ უბედურება მოიტანა. სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ თინა ფეტვიაშვილმა შეძლო, რომელმაც მოგვიანებით თავი სამხატვრო აკადემიაში აღიდგინა და მსახიობ სოსო ლაღიძის შვილზე გათხოვდა. მისი მეუღლეც მხატვარია. ისინი დღეს საბერძნეთში ცხოვრობენ და 15 წლის შვილი ჰყავთ. თინა დღესაც დადის ნათელა მაჭავარიანის სანახავად და დღემდე არ ავიწყდება გეგას დაბადების დღე – 7 ივნისი... 


აქედან გადმოიწერეთ თ გინდათ დოკუმენტური მასალები
მე კი აღარ შემიძლია რამე დავწერო ან ინფორმაცია მოვიძიო რდგან ისევ ტირილი დავიწყე როგორც გუშინ წიგნის დასრულების დროს

No comments: