Sunday, February 20, 2011

ფილიპ ბურდარიასი: თბილისში ყველაზე საინტერესო, დაძაბული და მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი მოეწყობა


 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ტურნირების დირექტორი ფილიპ ბურდარიასის განცხადებით, თბილისი არა მარტო შეძლებს ტურნირის მასპინძლობას, არამედ საქართველოს დედაქალაქში ყველაზე საინტერესო, დაძაბული და მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი მოეწყობა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს თბილისი უმასპინძლებს.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
პრესკონფერენციაში მონაწიულეობდნენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ტურნირების დირექტორი ფილიპ ბურდარიასი, მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და თბილისის მერიიდან მამუკა ქაცარავა.
პრესკონფერენციამდე კი, გაიმართა ნახევარსაათიანი დახურული შეხვედრა, სადაც მხარეებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჭორლდ ტროპჰყ 2011-ის ჩატარების გეგმებზე იმსჯელეს.
პრესონფერენციაზე კი უკვე ცნობილი გახდა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტურნირი თბილისში 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ისე რაგბის კავშირი და თბილისის მერიაც.
ლადო ვარძელაშვილი და მამუკა ქაცარავა აცხადებენ, რომ ტურნირს მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა ექნება და ყველაფერი გაკეთდება, რათა ორგანიზება მაღალ დონეზე მოხდეს.
2011 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ტროფი, რომელიც თბილისში გაიმართება, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია. 2011 წლის მსოფლიო ტროფზე 8 ნაკრები, მათ შორის საქართველო, რუსეთი, სამოა, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, ურუგვაი, კანადა და ზიმბაბვე ითამაშებს. გამარჯვებული 2012 წელს გასამართი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ტროფის საგზური წელს ბელგიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

No comments: