Thursday, March 17, 2011

იაპონია

ტერიტორია
377 835 კვ.კმ.
მდებარეობა
26°59′ – 45°31′ ჩ.გ.
128°6′ – 145°49′ ა.გ.
მოსახლეობა
127 463 611
მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე
1 კვ. კმ-ზე – 377
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი
ტოკიო (მოსახ. 8 124 310)
სახელმწიფო ენა
იაპონური
ძირითადი საიმპორტო საქონელი
მანქანები, ნედლი ნავთობი, კვების პროდუქტები, ქიმიკატები, რკინის მადანი, ტექსტილი, ნედლეული
ძირითადი საექსპორტო საქონელი
სატრანსპორტო მოწყობილობები, მოტოციკლეტები, ელექტროსაქონელი, ქიმიკატები
ეროვნული ვალუტა
იენა
მთლიანი შიდა პროდუქტი
4 600 000 მილიონი ამერიკული დოლარი
სტატუსი
კონსტიტუციური მონარქია
ბუნება
იაპონია შედგება 3000-მდე პატარა და 4 ძირითადი კუნძულისგან. ჩრდილოეთით მდებარეობს ჰოკაიდო (78 508 კვ.კმ), რომელიც საკმაოდ მთიანია, ჰონსიუ(230 448კვ.კმ), ასევე მთიანი კუნძულია და იაპონიის უმაღლეს წერტილს – ფუძიამას მთას (3 776მ) მოიცავს.
კუნძულები სიკოკუ (18 757 კვ.კმ) და კიუსიუ(42 079 კვ.კმ), ასევე მთაგორიანია.
ოთხივე კუნძულზე მდებარეობს ბევრი აქტიური ვულკანი და თბილი წყლის წყაროები, აქ ძალიან ხშირია მიწისძვრა. იმის გამო, რომ კუნძულების ტერიტორიის 85% მაღალმთიანია, აქ ძალიან ცოტაა დაბლობი ტერიტორია. ყველაზე მეტად აღსანიშნავია კანტოს დაბლობი.
კლიმატი
იაპონიაში მუსონური კლიმატია. ზაფხულში ქარები აღმოსავლეთიდან უბერავს, ხოლო ზამთარში – დასავლეთიდან. იაპონიის ზღვა კუნძულებს აზიისგან გამოყოფს და დიდ გავლენას ახდენს კლიმატის ჩამოყალიბებაზე. ჩინეთისა და კორეისგან განსხვავებით, იაპონიის კლიმატური პირობები არ მოიცავენ ძალიან ცხელ ზაფხულს და ძალიან ცივ ზამთარს. აღმოსავლეთის ნაწილებში ზაფხულის განვმალობაში ხშირია წვიმა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში წვიმა, ძირითადად, ზამთარში მოდის. ჩრდილოეთის ქალაქ ჰაკოდატეში იანვრის საშუალო ტემპერატურა -3°C-ია, ხოლო ივლისის – 19°, წლიური ნალექი კი 118 სმ-ს აღწევს. ტოკიოში ზამთარში 3°C-ის ხოლო, ზაფხულში, საშუალოდ, 25°C წლიური ნალკექის რაოდენობაა 166სმ. კუნძულ კიუსიუზე განლაგებულ ნაგასაკაში ზამთარში 5°C-ია, ხოლო ზაფხულში 26°C, ნალექი კი 190სმ-ს უდრის.
მეტყევეობა
იაპონიის ტერიტორიის 64% ტყითაა დაფარული. ხეები ნედლეულით უზრუნველყოფენ სამშენებლო ქაღალდისა და საწვავის ინდუსტრიებს. ტყეები აქ შერეულია და მოიცავს როგორც წიწვოვან, ასევე, ფოთლოვან ხეებს. აქ ხარობს სუჯი(იაპონური კედარი), პინოკი (იაპონური კვიპაროსი) და აკამატსუ (წითელი ფიჭვი). ინდუსტრიისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, ომპიორტირებულ ხის მასალასაც. იაპონია მსოფლიოში ქაღალდის მესამე, ხოლო მერქნის მასის უდიდესი მწარმოებელია.
სოფლის მეურნეობა
ქვეყნის მიწების 12% სახნავ-სათესად გამოიყენება, ხოლო 2% – საძოვრად. იაპონიის უდიდესი ნაწილი ძალიან მაღალია მიწათმოქმედებისთვის, თუმცა ბევრ ფერდობზე გაკეთებულია ტერასები. ბრინჯი ძირითადი პროდუქტია, იაპონია წელიწადში, დაახლოებით, 11 მილიონ ტონა ბრინჯს აწარმოებს. აქ მოჰყავთ, ასევე, შაქრის ლერწამი, ხილი, ტკბილი კარტოფილი და სოიოს მარცვალი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შინაურ ფრინველს, ღორებსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. ფერმები პატარაა, თუმცა სრულიად მექანიზირებული.
ტრანსპორტი
23 577კმ რკინიგზისგან – 16 519კმ ელექტროფიცირებულია, მათ შორის არის ოსაკასა და ტოკიოს მთავარი დამაკავშირებელი ხაზი – ტოკაიდო. მთავარი ქალაქები ერთმანეთს მოდერნიზებული ექსპრესგზებით უკავშირდება. წყლის ტრანსპორტს იაპონიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კუნძულ ჰონსიოუს მთავარი საპორტო ქალაქებია: ტოკიო, იოკოჰამა, ოსაკა, კობე და ნაგოია. ჰაკოდატე ჰოკაიდოს პორტია, ხოლო კუნძულ კიუსიუზე მნიშვნელოვანია პორტი კიტაკიუსიუ.
მეთევზეობა
იაპონია მსოფლიოში უდიდესი სამეთევზეო ქვეყანაა. წელიწადში აქ, დაახლოებით, 4-7 მილიონ ტონა თევზს იჭერენ. თევზი იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. აქ იჭერენ კრევეტს, ასევე, მოიპოვებენ მარგალიტებს, რაც ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ღრმა წყლებში იჭერენ სკუმბრიასა და თინუსს. საერთაშორისო ოპოზიციის მიუხედავად, იაპონური გემები კვლავ განაგრძობენ ვეშაპზე ნადირობას.
ინდუსტრია
იაპონია მსოფლიოს უმთავრესი ინდუსტრიული სახელმწიფოა. იგი ერთ-ერთი წამყვანია ფოლადის წარმოებაში, ხოლო გემთმშენებლობის ინდუსტრიით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ფოლადის წარმოება, ძირითადად, კიტაკიუსიუში მიმდინარეობს, ხოლო გემთმშენებლობა – ოსაკაში. იაპონია ყველა სხვა ქვეყანაზე მეტ მანქანასა და ტელევიზორს აწარმოებს. მნიშვნელოვანი ინდუსტრიებია, ასევე, ყველანაირი ხარისხის ტექსტილისა და უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკის წარმოება. მთავარი ინდუსტრიები დაკავშირებულია საპორტო ქალაებთან, საიდანაც შემოდის ნედლეული და გადის საექსპორტო საქონელი.
ენერგეტიკა
იაპონია იმპორტირებულ ნავთობზე არის დამოკიდებული. იგი, ძირითადად, შუა აღმოსავლეთიდან შემოდის. ელექტროენერგიის 60% გამომუშავდება თერმულ ენერგოსადგურებში, 29.8% – ატომურ სადგურებში, ხოლო 8.4% – ჰიდროელექტროსადგურებში. იაპონიაში, ასევე, მცირე რაოდენობით გეოთერმულ ენერგიასაც მოიხმარენ.
ქალაქები
სიდიდით მეორე ქალაქს წარმოადგენს იოკოჰამა (მოსახ. 3 517 961) ოსაკა (მოსახ. 2 588 286) მთავარი პორტი და ინდუსტრიული ცენტრია. მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი კობე (მოსახ. 1 500 400) და ყოფილი დედაქალაქი კიოტო (1 470 597)




როგორც საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება, ფუკუშიმას ატომური ელექტრო სადგურზე ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთში წნევა ნორმალურ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატება. იაპონელმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ნელ-ნელა გამოუშვან რადიოაქტიური ორთქლი საფრთხის წინაშე მდგომი რეაქტორიდან. შეგახსენებთ, რომ ასეთი ფორსმაჟორული გადაწყვეტილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ატომური სადგურის გამაგრილებელი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
"ბლუმბერგის" ცნობით, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან სამი კილომეტრის რადიუსში, ხოლო მათ ვინც სადგურიდან 3-დან 8 კილომეტრამდე რადიუსში ცხოვრობს, მიღებული აქვთ გაფრთხილება საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მზადყოფნის შესახებ.
როგორც იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, უახლოეს საათებში რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ დგას. იაპონიის ატომური და ინდუსტრიული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით ცეცხლი გაჩნდა ონაგავას ატომურ სადგურზე, თუმცა მისი ჩაქრობა დროულად მოხერხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით შეერთებული შტატებმა უკვე მიაწოდეს იაპონიას ატომური სადგურების გასაგრილებლად საჭირო საშუალებები. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით იაპონიაში ატომური საფრთხის გაუვნებელყოფის მიზნით სპეციალურად აღჭურვილი დამხმარე ჯგუფები დაიძრა საფრანგეთიდან და გერმანიიდან.



ატომური ენერგიის მკვლევარები პოლ გიუნტერი და კევინ კამპსი საინფორმაციო სააგენტოებისთვის გაკეთებულ კომენტარებში აცხადებენ, რომ თუ ვერ მოხერხდა ატომური სადგურის დროულად გაგრილება და მისი მწყობრში მოყვანა, კატასტროფა შეიძლება ჩერნობილზე ცუდი შედეგებით დასრულდეს, რადგან ფუკუშიმას სადგური მასშტაბით და სიმძლავრით ჩერნობილის ატომურ სადგურზე მნიშვნელოვნად დიდია
ამით შეიძლება გავარკვიოტ ის რომ (იაპონია ძალიან განვითარებულია)ტექნოლოგიები არაფერია  ბუნების ძალებთან შედარებით

No comments: