Wednesday, April 6, 2011

მეგობრობა!

მეგობრობა-ჩემთვის ყველაზე თბილი სიტყვა 
ვინ არის მეგობარი შენთვის ყველაზე ახლო ადამიანი-ორი ადამიანის ერთ გულით და ერთი სულით
მეგობარო...მიყვარხარ ...რატომ?...
-არასდროს არ მიმატოვე ,არასდროს გასაჭირში




-ყოველთვის მენდობი იმაზე მეტად ვიდრე მე ჩემს თავს ვენდობი...
-ყოველთვის გჯერა ჩემი რაც გინდა მოგატყუო...
-ყოველთვის  გიყვარყვარ იმ შემთხვევაშიც თუ ამას არ ვიმსახურებ
-უბრალოდ ვარ შენთან და ვარ ბედნიერი...
იმიტომ რომ ვიცი ჩემს გვერდით მეორე ჩემნაირი გიჟუნა იმყოფება
-ღიმილი იქ არის სადაც შენ ხარ


-ჩემი საიდუმლო ყოველთვის შენს გულში დარჩება მე ამის მჯერა
-ყოველთვის მეხმარები.ყოველთვის მაწყნარებ და მაძლევ იმედს რომც ეს შეუძლებელი იყოს
-მე- შენ ხარ 
შენ-მე
გპირდები
-იქნები ბედნიერი
მეც ვიქნები ბედნიერი
-გამახარებ?
მე უფრო მეტად გაგახარებ
-გეყვარები?
იმაზე მეტად მეყვარები ვიდრე შენ გიყვარვარ
-არ შეგეძლება ჩემთან ყოფნა 
მე ყოველთვის შენთან ვიქნები
რომც არ შემეძლოს


რა გინდა შორს იყო კილომეტრებით ...მე სულ შენთან ვიქნები გულით


მეგობრები-ერთნაირი გემოვნება,ერთნაირი ფანტაზიები,ნდობა ერთმანეთისადმი ,დიდი სიყვარული,პატივისცემა,გვერდში დგომა-ერთგულება...
ეს ჩემი აზრით თუ რა არის მეგობრობა ახლა კი სხვების აზრი
ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველია… გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია… ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.  (სულხან-საბა ორბელიანი)

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ. (ლევ ტოლსტოი)





 მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის.  (ჯუდით ს. გრანტი)
ყოველთვის ვგრძნობდი: მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია სწორედ ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება. (ქეთრინ მენსფილდი)
დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება. (მარგარეტ ლი რანბეკი)

მიყვარხარ, არა მხოლოდ იმისთვის, რაც ხარ, არამედ იმისთვისაც, რაც ვარ, როცა შენთან ვარ.
მიყვარხარ არა მხოლოდ იმისთვის, რადაც იქეც, – იმისთვისაც, რადაც მაქციე.
მიყვარხარ, რადგან მეტი წილი გაქვს ჩემს სიცოცხლეში, ვიდრე სხვა რამ მრწამსს, და მეტი წილი – ჩემს ბედნიერებაში, ვიდრე ნებისმიერ იღბალს.
შენ ეს შეძელი და ამისთვის არც შეხება, არც სიტყვა და არც ნიშანი დაგჭირვებია.
შენ ეს შეძელი იმიტომ, რომ შენი თავისთვის ერთხელაც არ გიღალატია, ბოლოს და ბოლოს მეგობრობაც ხომ ამას ჰქვია. (როი კროფტი)
ყველა სიკეთიდან, რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა. (ეპიკურე).
მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებებს, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და დარდს გვინახევრებს. (ჯოზეფ ედისონი)
სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანურია. მეგობრობა კი ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური ყველი და ორისთვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა სჯობს ცხოვრებაში ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს. (პემ ბრაუნი)




 მეგობრები





No comments: