Friday, April 22, 2011

განთიადი

 განთადის სიახლებიი და თუ რა  ხდება განთიადში(მოკლე მიმოხილვა)
ედვარდი ბელასთვის მერსედესს ყიდულობს. მანქანა დამცავი საშუალებითაა აღჭურვილი. ედვარდი თვილის, რომ ეს აუცილებელია ბელას უსაფრთხოებისთვის. ბელა ბედნიერია მალე ედვარდის ცოლი რომ გახდება, მაგრამ დანაშაულის გრძნობა სტანჯავს ჯეიკობის მიმართ, რადგან მისმა უარმა განაპირობა ჯეიკის გაქცევა.

ბელა და ედვარდი თავიანთი ნიშნობის ამბავს აცნობებენ ჩარლის. იგი აშკარად არ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, მაგრამ ბელას ეუბნება, რომ ეს ამბავი დედას უნდა უთხრან.

 რენე ბედნიერებას უსურვებს ბელას და ედვარდს. ბელას და ედვარდის ქორწილი ექსტრავაგანტული წვეულებით სრულდება. მოულოდნელად, ჯეიკობი ქორწილში მისვლას გადაწყვეტს. ბელა მას ბოდიშს უხდის. იგი პასუხობს, რომ მხოლოდ მისი ბედნიერება სურს და ახსენებს, რომ მათ სიყვარულს საფრთხე ემუქრება, რადგან ბელა ისევ ადამიანად დარჩა.





 მალე ბელა და ედვარდი თაფლობის თვის გასატარებლად მიემგზავრებიან. ედვარდს ბელა ბრაზილიაში მიჰყავს კუნძულზე, სადაც თაფლობის თვეს გაატარებენ. მეორე დღეს ბელას სხეულზე მუქი ჩალურჯებულები უჩნდება. ბელა კვლავ ადამიანია, თუმცა მის სხეულში პატარა ნახევრად ვამპირი ნახევრად ადამიანი იზრდება საოცარი სისწრაფით! ბელა ორსულადაა, ამას არავინ მოელოდა. ნაყოფი რამოდენიმე დღეში იმდენად გაიზარდება, რომ მშობიარობის დრო დგება. თავდაპირველად ამ ამოუცნობი მოვლენის გამო ედვარდი (ისევე როგორც ყველა ვამპირი ამგვარ რამეს ვერც კი წარმოადგენდა) ბელას სხეულში ”იმ” არსების მოკვლას/მოცილებას გადაწყვეტს, რომელიც ბელას შიგნით ზის და საშიშროებაა მას სიცოცხლე მოუსწრაფოს წამებით. 


თუმცა ბელაში დედობრივი გრძნობები გაიღვიძებს და იბრძივს პატარას გადასარჩენად. მის დასაცავად ედვარდისგან და ჯეიკობისგან! რომელიც ფიქრობს, რომ ბელა უკვე ვამპირი გახდა. ქალენების ოჯახში დაბრუნებულ ბელა და ედვარდს კიდევ უფრო დიდი განსაცდელი ელით. მათ უნდა გადაარჩინონ ბელა, რომ გააჩინოს ეს უცნაური არსება. იმისდა მიუხედავად ის დაიღუპება თუ არა. ამავდროულად კი მათკენ ვოლტურის კლანი მოისწრაფის. ჯეიკობის მგლების ხროვა ბელას დასაცავად (რომელიც ჯერ კიდევ ადამიანია, მშობიარობის შემდეგ კი სანამ მისი გული გაჩერდება უნდა მოასწროს ედვარდმა უკბინოს და ვამპირად აქციოს, თუმცა კი ჯეიკობი ამის წინააღმდეგია და ცდილობს ბელა დაიცვას გავამპირებისგან, რაც მისი მისიაა) დარაჯობენ კალენების სახლს და მიმდებარე ტერიტორიას. პატარა გაჩნდება, ეს გოგონაა. რომელსაც რენესმეს დაარქმევენ. ბელას დედის რენეს და ედვარდის დედობილის ესმეს სახელების მიქსინგით. პატარა გოგონა გასაოცარი ძალითაა დაჯილდოებული. გარდა იმისა, რომ სწარაფად იზრდება ხელის შეხებით პიროვნებაზე პატარა მის ფიქრებს გადასცემს მას.

 ბელა კი მშობიარობის შემდეგ ვამპირად აქციეს! ტრანსფორმაციის სატანჯველიდან გამოსვლის შემდეგ ბელაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვდა. მას თავშეკავების უნარი აქვს. შეუძლია დათრგუნოს ახალდაბადებული ვამპირისგან განსხვავებით თავისი წყურვილი სისხლისადმი, რაც გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. ბელა, ედვარდი და სანახევროდ ვამპირი და სანახევროდ ადამიანი რენესმე ცალკე სახლში გადადიან. როზალის გული კი შურით ივსება, თუმცა სავსეა პატარა რენესმისადმი სიყვარულით. მას ხომ ასე ძლიერ სურდა დედობა, თუმცა ვამპირი ქალისთვის ეს შუეძლებელია. მალე ქალენების ოჯახს ეწვევა ვამპირი ირინა, მეგობარი ოჯახიდან, თუმცა ქალი შურისძიების სურვილით აღივსება, ირინა დაინახავს პატარა რენესმეს და ბედნიერ წყვილს – ბელას და ედვარდს. თუკი გახსოვთ, სწორედ ედვარდმა მოკლა ბელას დასაცავად ლორენი, ის ირინას შეყვარებული იყო. ირინა არასწორ დასკვნას გააკეთებს. ჩათვლის, რომ რენე ედვარდისა და ბელას მიერ მოტაცებული ბავშვია, რომელიც გაავამპირეს! ვოლტურის კლანისთვის ეს შესანიშნავი შანსია კიდევ ერთხელ დაარბიოს ქალენები. ადამიანის გავამპირება დაუშვებელია! ამიტომაც ისინი რენესმეს მოსაკლავად და ქალენების დასასჯელად დაიძვრებიან. ქალენებს მხოლოდ მეგობარი ვამპირების დახმარებით შეუძლიათ სულ ცოტა ხნით შეაჩერონ ვოლტური დამსჯელი რაზმი და აუხსნან მათ ეს პარამორმალური მოვლენა – რენესმე. ელისი კი ქალენებისგან უჩუმრად (ვითომცდა მიატოვა ისინი და გაიქცა განწირული ბრძოლის წინ) მიემგზავრება, რათა ახსნას ეს საოცარი მოვლენა. ელისი მართლაც იპოვის ნახევრად ადამიან ნახევრად ვამპირს და სთხოვს წამოყვეს ფორქსში. სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ვამპირ ოჯახებს მოუყრიათ თავი ქალენების სახლში….
და შემდეგ ცხოვრობდნენ უსასრულოდ დიდხანს და ბედნიერად.

 ბელა თავისი ნიჭის დახმარებით ახერხებს მამასთან ურთიერთობას, ისე რომ მას საფრთხე არ მიაყნოს. თუმცა მისი კანი სულ უფრო ფერმკრთალდება. რენესმე მალე იზრდება, თუმცა სრულწლოვანებისას ზრდას შეწყვეტს. მისი საუკეთესო მეგობარი ჯეიკობია, რომელიც შესაძლოა მისთვის უფრო მეტსაც ნიშნავს….
ახლა კი ფანების მიერ შესრულებული ბინდის ნახატები













ახლა კი განთიადის სიახლეები
გადასაღები მოედნიდან


პიტერ ფაჩნელი განთადზე საუბრობს


“ლამაზი და სანახაობრივი სცენაა! სასაცილოა,რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან სცენებს
საგიდან,ყოველთვის წვიმს.. წვიმდა ბეისბოლის თამაშის
სცენის გადაღებისას და ასევე ქორწილის სცენის გადაღების დროსაც.. მაგრამ
რა თქმა უნდა ამას ფილმში ვერ იხილავთ.მონტაჟისტები საოცრებებებს ახდენენ.თქვენთვის ეს არაფერია,მაგრამ ქასთისთვის ძალიან მოსაბეზრებელი იყო,სისველე და ცივი,ტენიანი ამინდი..”



No comments: